მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 7:20

19. The same dealt subtilly with our kindred, and evil entreated our fathers, so that they cast out their young children, to the end they might not live.20. In which time Moses was born, and was exceeding fair, and nourished up in his father's house three months:21. And when he was cast out, Pharaoh's daughter took him up, and nourished him for her own son.
Acts თავი 7
20. In which time Moses was born, and was exceeding fair, and nourished up in his father's house three months:
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რომელსა ჟამსა იშვა მოსე, და იყო იგი მკჳრცხლ წინაშე უფლისა. და იზარდებოდა სამ თუე სახლსა შინა მამისა თჳსისასა, და ვითარცა განაგდეს იგი გარე, აღიქუა იგი ასულმან ფარაოჲსმან, და განზარდა იგი თავისა თჳსისა შვილად. და განისწავლა მოსე ყოვლითა სიბრძნითა მეგჳპტელთაჲთა, და იყო იგი ძლიერ სიტყჳთა და საქმითა მისითა (7,20-22).:

თარგმანი: ეჰა საკჳრველებაჲ ღმრთისაჲ! ჟამსა ოდენ ჭირისასა იშვა მჴსნელი იგი ჭირისაგან, რომელი მკჳრცხლ იყო წინაშე უფლისა, რამეთუ მკჳრცხლ ეწოდების უბიწოსა ანუ მოქალაქესა, ანუ სახარულევანსა, ანუ სათნოსა, ანუ მოცინარსა, ანუ შუენიერსა. ესევითარისა მის საწადელისა შვილისა სიცოცხლესა ღონე-ჰყოფდეს მმობელნი. ამისთჳს სამ თუე იპყრეს, და ამისსა შემდგომად იმძლავრნეს და განაგდეს, რამეთუ არა განცხადებულად კლვითა, არამედ ფარულად მდინარესა შთაგდებითა ღონე-ჰყოფდეს მეგჳპტელნი შემცირებად მათდა. გარნა მშობელთა მოსესთა წყალობითა ბუნებითთა ნაწლევთაჲთა ძლეულთა მოიჴსენეს ნოვესი კიდობნითა განრომაჲ წყლით-რღუნისაგან, შექმნეს კიდობანი და მას შინა შთასუმულისა მის მოსესთჳს ხადოდეს ღმერთსა ნოვესსა, რომელმან უბრძანა ასულსა ფარაოჲსსა შთასლვაჲ მდინარესა მას ბანად. და მან იხილა მუნ შთაგდებული იგი ყრმაჲ, და ესრეთ კიდობნითურთ აღმოიღეს იგი წყლისაგან, სახედ ზოგადისა ყოველთა საეკლესიოჲსა ცხორებისა, რამეთუ კიდობანი იგი ძელისაჲ იყო, ხოლო ძელი წყალთაგან აღმოიღეს, რომელ-ესე არს ჯუარისა მიერ და ნათლისღებისა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ. ამისთჳსცა მიერ წყლით აღმოღებულსა მას მოსეს კაც...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის