მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Acts 7:28

27. But he that did his neighbour wrong thrust him away, saying, Who made thee a ruler and a judge over us?28. Wilt thou kill me, as thou diddest the Egyptian yesterday?29. Then fled Moses at this saying, and was a stranger in the land of Madian, where he begat two sons.
Acts თავი 7
28. Wilt thou kill me, as thou diddest the Egyptian yesterday?
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
კუალად მეორესა დღესა იხილნა ვინმე მოლალენი, და დააგებდა მათ მშჳდობად და ჰრქუა: კაცნო, თქუენ ძმანი ხართ, რაჲსათჳს ავნებთ ურთიერთას! ხოლო რომელი-იგი ავნებდა მოყუასსა, აჭენა მას და ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა? ანუ ჩემიცა მოკლვაჲ გნებავს, ვითარ-იგი გუშინ მოჰკალ მეგჳპტელი იგი? და ივლტოდა მოსე სიტყჳთა ამით, და მწირობდა იგი ქუეყანასა მას მადიამისასა, სადა-იგი ესხნეს ორ ძე (7,26-29).:

თარგმანი: რომელთა-იგი მოკლვითა მით მეგჳპტელისაჲთა და განრინებითა ისრაელისაჲთა უჴმდა ცნობად მოსესთჳს, ვითარმედ ესე არს მომსრველი მეგჳპტელთაჲ და მაცხოვნებელი ისრაელთაჲ, ესენი დაღაცათუ არა საქმით, არამედ სიტყჳთ შესმენითა მოჰკლვენ მოსეს, რამეთუ უკუეთუმცა არა ლტოლვილ იყო, მოიკლვოდა ფარაოჲსგან, ვინაჲთგან განცხადნა მკლველობაჲ მისი. ამის ყოვლისა მოსეს სახისა შემოღებითა ქრისტესთჳს მოაჴსენებს მათ სტეფანე, ვითარ-იგი ეტყოდეს ჰურიანი: რომლითა ჴელმწიფებითა მაგას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ეგე? რამეთუ ამითვე სახითა, ვითარ-იგი მოსე მადიამს, ეგრეთვე ქრისტე გალილეას ივლტოდის ჰურიათაგან, რაჲთა ჟამ ერთ ადგილ-სცეს რისხვასა მათსა, ვითარ-იგი შურითა განიპებოდიან მკლველნი იგი მისნი. ხოლო მოსეს მწირობასა ამით განადიდებს, ვითარმედ: არა მცირედი ჟამი დაყო, არამედ ესხნეს მას მუნ ორ ძე, რომელი-ესე სასწაული არს მიმყოვრებულად განგრძობისა მისისაჲ სოფელსა მას უცხოთასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის