...ე ჰრისხვიდეს ღმერთი და მოაწიოს მის ზედა სატანჯველი რაჲმე ამასვე სოფელსა, უკუეთუ ვინმე მოხარულ იყოს საქმესა მას ზედა, განურისხდების, დაღაცათუ სამართლად იტანჯების იგი ვინმე. არამედ შენ, კაცო, არა გიჴმს სიხარული ამას ზედა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ვაჲ მათდა, რამეთუ არა ელმოდა შემუსრვილებაჲ იგი იოსებისი“, ესე იგი არს, ტომთა მათ მის-თაჲ, რამეთუ იგინი ღმრთისა განგებითა იტანჯებოდეს. არამედ ესევითარ-თაჲცა ჰნებავს, რაჲთა გუეწყალოდინ ჩუენ და მათ თანა გუელმოდის.
აწ უკუეთუ მათი არა ჯერ-არს ზედადართვაჲ, რომელთა ღმერთი სტანჯვიდეს, არამედ უფროჲსად წყალობაჲ, რავდენ უფროჲსად მათი ჯერ-არს წყალობით შენდობაჲ, რომელთა ჩუენ შეგუცოდონ. რამეთუ ესე არს სასწაული სიყუარულისაჲ - მიტევებაჲ ბრალთა მოყუსისათა.
რამეთუ ვითარცა ღებილი იგი არს ყოველთა უპატიოსნეს, რომლითა პორფირი მეფისაჲ შეიმზადების და იქსოების, ეგრეთვე სათნოებანი იგინი არიან პატიოსან, რომელნი სიყუარულსა განამტკიცებდენ.
ხოლო არარაჲ სხუაჲ შემძლებელ არს ესრეთ განმტკიცებად და დაცვად სიყუარულისა, ვითარ არაჴსენებაჲ შეცოდებისა მოყუასთაჲსა. არა თუ ორისავე კერძისაჲ არა იზრუნა ღმერთმან. ჰე, იზრუნა. რამეთუ შემაწუხებელსაცა უბრძანა, ვითარმედ: „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგ...