📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასექი ესე? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა ვისამე და არქუთ მას: მოძღუარი ეგრე იტყჳს: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასექი ესე მოწაფითურთ ჩემით“ (26,17-18).
პირველ უცომოებისა - წინადღითსა მას პასექისასა იტყჳს (რამეთუ წეს არს მწუხრითგან აღრაცხვად დღისა მის), რაჟამს-იგი კრავისა მის დაკლვაჲ აღესრულებოდა. რამეთუ ხუთშაბათსა დღესა მოუჴდეს, და მას სახელ-სდებს პირველად დღედ უცომოებისა, ესე იგი არს, წინადღით პასექისა.
და კუალად სხუაჲ მახარებელი იტყჳს: „მოიწინესო დღენი იგი უცომოებისანი, ოდეს ღირდა პასქაჲ იგი დაკლვად“.1 ესე იგი არს, ვი-თარმედ მოიწია მწუხრი იგი, ოდეს აღესრულებოდა დღესასწაული მა-თი.
„და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე?“
ამით საცნაურ არს, ვითარმედ არა აქუნდა თავადსა სახლი სადგურად, და არცა მოწაფეთა მისთა. რამეთუ უკუეთუმცა მათ აქუნდა, მუნმცა ევედრნეს მისლვად. გარნა არაჲ აქუნდა, რამეთუ ყოველივე დაეტევა და უფლისადა შედგომილ იყვნეს. ხოლო რაჲსათჳს აღასრულებდა იგი პასქასა მას? ესე ამისთჳს, რაჲთა ვიდრე აღსასრულადმდე ყოვლით კერძო გამოაჩინოს, ვითარმედ არა წინააღმდგომ არს შჯულისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა ვისსამე და არქუთ მას: მოძღუარმან ეგრე თქუა: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქაჲ ესე მოწაფითურთ ჩემით“ (26,18).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კაცისა მიმართ მიავლინა უცნაურისა, რომელსა მოწაფენი იგი არა იცნობდეს ყოვლადვე, რაჲთა უმეტესად გამოჩნდეს ძალი მადლისა მისისაჲ, და ცნან მოწაფეთა, ვითარმედ შემძლებელ არს გონებათა შეცვალებად; და გულისჴმა-ყონ, ვითარმედ უკუეთუმცა არა ნეფსით მივიდოდა ვნებად, ძალ-ედვა ჯუარმცუმელთა მათ მისთა წამის-ყოფით ოდენ განჴმობად, ვითარცა ლეღჳ იგი განაჴმო, არამედ ნეფსით თავსიდებდა ყოველსავე.
და ვითარცა-იგი შევიდოდა რაჲ იერუსალჱმდ, წარავლინნა მოწაფენი მოყვანებად კარაულისა მის და ჰრქუა: „უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი“,2
1 ლუკ. 22,7. 2 მათ. 21,3.
ეგრეთვე აქა ჰრქუა: „არქუთ სახლისა უფალსაო: გეტყჳს შენ მოძღუარი: შენ თანა ვყო პასქაჲ ესე“. გინა თუ ვითარცა ლუკა იტყჳს: „გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასქაჲ ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?“1 და არა ესე ხოლო არს საკჳრველ, რომელ კაცმან უცნაურმან შეიწყნარა იგი, არამედ რომელ იცოდა, ვითარმედ შეწყნარებითა მისითა მტერობად თჳსად აღადგენდა ყოველთა მათ მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა და ფარისეველთა და მთავართა ერისათა, და ყოვლადვე არარად შეჰრაცხა ესე ყოველი, რამეთუ სიტყუამან მან უფლისამან განაჴურვა გონებაჲ მისი.
ხოლო ვინაჲთგან უმეცარ იყვნეს მოწაფენი კაცსა მას, ამისთჳს სასწაული მისცა, ვითარმედ: „შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლი-თა ზეედგას; შეუდეგით მას სახედ, ვიდრეცა შევიდეს. და არქუთ უფალსა მის სახლისასა“.2
და არა ესე ხოლო მიუმცნო, თუ: „შენ თანა ვყო პასქაჲ ესე“, არამედ ესეცა ჰრქუა: „ჟამი ჩემი ახლოს არსო“. ხოლო ესე თქუა, ერთად, რაჲთა ზედაჲსზედა ჴსენებითა იწუართონ მოწაფეთა საქმე იგი, და მეორედ, რაჲთა ცნან მოწაფეთა და კაცმან მანცა მასპინძელმან, ვითარმედ ნეფსით თჳსით მივალს ვნებად. და ესეცა შესძინა, ვითარმედ: „მოწაფითურთ ჩემით“, რაჲთა ჯეროვნად ყოს მან განმზადებულებაჲ და ცნას, ვითარმედ განცხადებულად მივალს და არა მიფარულად.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შემწუხრდა, ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა. და ვითარცა ჭამდეს იგინი, თქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“ (26,20-21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ იუდაჲსი იგი უკეთურებაჲ და სიცხარე! რამეთუ იგიცა მუნვე იყო და მივიდა ზიარებად საიდუმლოთა და ტაბლისა მის წმიდისა. დაღაცათუმცა მჴეცი იყო, შე-მცა-ეკდიმა, რამეთუ ტაბლასა მას ზედა თქუა უფალმან: „ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, რაჲთა ტაბლისა მისგანცა და მხილებისა შეიკდიმოს მან. არამედ უფროჲსად გამოჩნდა უკეთურებაჲ მისი. ხოლო პირველ სერობისა მის საიდუმლოჲსა ფერჴნიცა დაჰბანნა.
და კუალად აწ არა ამხილებს ცხადად, არამედ იტყჳს: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, რაჲთამცა მისცა მას ჟამი და ჴელმწიფებაჲ სინანულისაჲ. ამისთჳს ყოველნი შეაშინა, რაჲთამცა იგი მოაქცია.
„ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან“ ათორმეტთა მაგათ, რომელნი მარადის ჩემ თანა ხართ, რომელთა ფერჴნი დაგბანენ, რომელთა ესოდენნი კეთილნი აღგითქუენ, „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე. და იგინი შეწუხნეს ფრიად“.
1 ლუკ. 22,11. 2 ლუკ. 22,10-11.
და იოვანე იტყჳს: „იხედვიდესო ურთიერთას მოწაფენი და ვერ იცოდეს, ვისთჳს იტყოდა“.1 ხოლო მათე იტყჳს: „შეწუხნესო ფრიად; და იწყო კაცად-კაცადმან სიტყუად: ნუუკუე მე ვარ, უფალო? ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა, ამან მიმცეს მე“ (26,22-23).
ესე იქმნა და ვერვე დაიდასტურეს მოწაფეთა. ამისთჳს კუალადცა წამუყვნა პეტრე იოვანეს, ვითარცა მისსა მას სახარებასა წერილ არს, კითხვად, თუ ვინ არს, რომლისათჳს იტყჳს. - „მიეყრდნა იგი მკერდსა იესუჲსსა და ჰრუქა მას: უფალო, ვინ არს? მიუგო იესუ და ჰრქუა: იგი არს, რომელსა მე დავაწო პური და მივსცე“.2
იხილე, თუ ოდეს გამოუცხადა. ოდეს იხილნა სხუანი დიდსა მწუხარებასა შინა და ურვასა ფრიადსა, მაშინ აუწყა.
და არა მათთჳს ხოლო, არამედ რაჲთა მიმცემელსაცა მისსა ამხილოს, რამეთუ მრავალგზის ჰრქუა მიფარულად და იგავისსახით, და არა შეიგონა მან. ამისთჳს აწ განცხადებულადრე ამხილებს, ნუუკუე შეიგონოს. ამისთჳს შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ძჱ სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მის-თჳს, ხოლო ვაჲ კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაჲ მიეცეს. უმჯობეს იყო მისთჳს, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი“ (26,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე საქმენი და სიტყუანი ნუმცა ესრეთ ლიტონად აღმოიკითხვიან ჩუენ მიერ, საყუარელნო, არამედ გამოვწერნეთ ესე გონებათა შინა ჩუენთა, რაჲთა არღარასადა პოოს გულისწყრომამან ადგილი ჩუენ თანა. რამეთუ ვინ არს, რომელიმცა გულისჴმა-ჰყოფდა სერობასა მას დიდებულსა და მიმცემელსა მას, მჯდომარესა მაცხოვრისა თანა, და ვი-თარ უფალი იგი და მეუფჱ ყოველთაჲ სიმშჳდით და სიტკბოებით ეტყოდა, და არამცა ყოველივე რისხვაჲ და გულისწყრომაჲ აღმოფხურა გულისაგან თჳსისა? რამეთუ იხილეთ სიმშჳდით მეტყუელებაჲ მისი:
„ძჱ სამე კაცისაჲ წარვალსო, ვითარცა წერილ არს მისთჳს“. კუალად მოწაფეთაცა ნუგეშინის-სცემს ამათ სიტყუათა მიერ, რაჲთა ცნან, ვითარმედ არა უძლურებისაგან არს მისისა მიცემაჲ მისი, არამედ განგებულებასა აღასრულებს ნეფსით, და მიმცემელსა მას ამხილებს, რაჲთა შეიგონოს და შეშინდეს. ამისთჳს თქუა: „ხოლო ვაჲ არს კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაჲ მიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი“. ყოველივე სიტყუაჲ სახიერისაჲ მის სიმშჳდით არს და სიტკბოებით და არა რისხვით, არცა განცხადებულითა მხილებითა. ხოლო იხილეთ მისი იგი ურცხჳნოდ სიტყჳს-გებაჲ, ვითარცა ესერა გუაუწყებს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იუდა, რომელმან მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ“ (26,25).
1 იოან. 13,22. 2 იოან. 13,25-26.
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგუნურებაჲ იგი და გულფიცხელობაჲ! იცოდა, რაჲიგი ეგულებოდა ყოფად, და კუალად იკითხვიდა: „ნუუკუე მე ვარო?“ ამის-თჳს მახარებელმანცა განკჳრვებით თქუა სიტყუაჲ ესე. მიუგო სახიერმან მან და ტკბილმან უფალმან და ჰრქუა: „შენ სთქუ“. ჟამი იყო თქუმად, ვი-თარმედ: ჵ ბილწო და უშჯულოო, არაწმიდაო და მწინკულევანო, ესოდენ-თა ჟამთა იწურთი საქმესა მას უკეთურებისასა; და წარხვედ და განზრახვაჲ საეშმაკოჲ ქმენ და ვეცხლი მოიწონე, და აწ იკადრებ და იტყჳ: „ნუუკუე მე ვარა?“ არარაჲ ესევითარი ჰრქუა ტკბილმან მან მეუფემან, არამედ ესე ხოლო, ვითარმედ: „შენ სთქუ“, რაჲთა ყოვლით კერძო მოგუცეს ჩუენ სახე და წესი ძჳრუჴსენებლობისაჲ.
იტყჳან ვიეთნიმე უგუნურნი, ვითარმედ: უკუეთუ წერილ იყო და განგებულ, რაჲთა ქრისტე ჯუარს-ეცუას, რაჲსათჳს საბრალობელ არს იუდა, რამეთუ სიტყუანი წერილთანი აღასრულნა? არამედ გულისჴმა-ყავთ, კაცნო უგულისჴმოდ მეტყუელნო, ვითარმედ იუდა რაჲ-იგი ქმნა, არა თუ ამით გულისსიტყჳთა ქმნა, რაჲთა წერილნი აღასრულნეს. ნუ იყოფინ! არამედ თჳსისა მის უკეთურებისაგან და გულისთქუმისა მისთჳს ვეცხლისმოყუარებისა.
ხოლო უკუეთუ ვინმე არა გონებასა გამოეძიებდეს, არამედ საქმესა ოდენ ხედვიდეს, ეშმაკიცა სადმე უბრალო-ყოს, რომელმან აღძრნა ჰურიანი ქრისტეს ზედა. არამედ არა ესრეთ არს. ნუ იყოფინ! რამეთუ ბევრეულისა სატანჯველისა ღირს არს ეშმაკიცა და იუდაცა. რამეთუ არა თუ ცხოვრებაჲ სოფლისაჲ მიცემითა იუდაჲსითა იქმნა, არამედ სახიერებითა ქრისტესითა, რომელმან-იგი თჳსითა სიბრძნითა უკეთურებანი სხუათანი ჩუენთჳს უმჯობესად იჴმარნა. კუალად იტყჳან ამაოჲსა მეძიებელნი იგი: ვინაჲთგან ჯერ-იყო ჯუარ-ცუმაჲ ქრისტესი, კაცისა მიერ ყოფად იყო საქმე იგი. აწ უკუეთუმცა ყოველნი კეთილნი იყვნეს, და არცამცა იუდა ქმნილ იყო უკეთურ, არცა ჰურიანი, არამცა დაიხრწიაა ჩუენთჳს აღსრულებული იგი განგებაჲ? ნუ იყოფინ! რამეთუ ყოვლადბრძენმან მან იცოდა მრავალი ღონე ჩუენისა ცხოვრებისაჲ. დაღაცათუმცა არავინ ქმნილ იყო უკეთურ და წინააღმდგომ მისა, არავე დააკლდებოდა მას ღონე ცხოვრებისა ჩუენისაჲ. ამისთჳსცა, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ იუდა თანაშემწე და მსახურ განგებულებისა მის იქმნა, ვაებასა მისცემს მას: „ვაჲ არსო კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაჲ მიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი“.
კუალად იტყჳან უგულისჴმონი, ვითარმედ: უკუეთუ უმჯობეს იყო, თუმცა არა შობილ იყო, რად შეუნდო შობად მისა ანუ სხუათა ყოველთავე უკეთურთა? გულისჴმა-ყავთ, კაცნო, რამეთუ ღმერთმან ყოველნივე დაგუბადნა კეთილთა საქმეთა მოქმედად, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ყოველნივე შექმნნა მოძიებად ღმრთისა; და მეძიებელთა მისთა ეპოების, რამეთუ არა შორს არს კაცად-კაცადისაგან ჩუენისა“.1
1 საქმე 17,26-27.
აწ უკუე მათ აბრალებდით, რომელნი დაიბადნეს მოქმედად კეთილისა და ნეფსით თჳსით შეიყუარეს ბოროტი, რომელთა არავინ აიძულებდა ბოროტის-ყოფად, არამედ ნეფსით თჳსით გამოირჩიეს ბოროტი.
მათ აბრალებდით და ნუ ღმრთისა საქმეთა ჰმიზეზობთ და განკითხვა-თა მისთა გამოიკულევთ და იტყჳთ, თუ: კეთილნიმცა ოდენ კაცნი დაბადებულ იყვნეს, და ბოროტნიმცა ყოვლადვე არა იყვნეს. რამეთუ ღმერთმან არცა ერთი ქმნა ბოროტად, არამედ ყოველნივე კეთილად დაჰბადნა, და კაცად-კაცადი ნეფსით თჳსით იქმს ბოროტსა გინა კეთილსა.
აწ უკუე გრქუა თქუენ სიტყუაჲ პავლე მოციქულისაჲ, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ, კაცო, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? ჰრქუას-მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსა ესრეთ შემქმენ?“1
რამეთუ ყოველნივე კეთილად ქმნნა კეთილისმოქმედმან მან უფალმან. ხოლო ბოროტნი კაცნი და უკეთურნი ნეფსით თჳსით იქმნნეს უკეთურ. ვინაჲთგან უკუე იგინი ნეფსით მიდრკეს ბოროტისა მიმართ, იქმნა საქმე ესე უმეტესად გამომაჩინებელ სიკეთისა მის კეთილთა კაცთაჲსა, რაჲთა უმეტესად საკჳრველ იყვნენ, ოდეს შორის უკეთურთა გამოჩნდენ კეთილნი.
და კუალად, სიკეთე მათი უმეტესად მამხილებელ და დამსჯელ უკე-თურთაჲსა იქმნების, რამეთუ ხედვიდეს სახესა კეთილისასა და არა ჰბაძვიდეს. და ვითარცა-იგი კეთილისა მოქმედნი ორკერძო იდიდებიან (ერ-თად, რომელ ქმნეს კეთილი, და მეორედ, რომელ ბოროტთა კაცთაგან არაჲ ევნო, არცა მიემსგავსნეს მათ), ეგრეთვე ბოროტისმოქმედნი ორკერძო დაისჯებიან: ერთად, რომელ ქმნეს ბოროტი, და მეორედ, რომელ კეთილისა მოქმედთა არა ჰბაძვიდეს. ვითარცა-იგი საწყალობელსა მას იუდას შეემ-თხჳა, რომელ-იგი შორის მოციქულთა იყო და მარადღე სწავლაჲ უფლისაჲ ესმოდა და არარაჲ ინება სარგებელი, არამედ ნეფსით თჳსით მისცა თავი თჳსი ეშმაკსა წარსაწყმედელად. და მერმეღა ჰკითხვიდა: „მოძღუარ, ნუუკუე მე ვარო?“ ჵ სიბრმე იგი გონებისა მისისაჲ! რამეთუ ესრეთ არს მარადის ვეცხლისმოყუარებაჲ, დააბნელებს გონებასა კაცისასა და ძაღლისა ულირბეს ჰყოფს, ვითარცა-იგი იუდას უყო, რომელმან-იგი ეშმაკი შეიყუარა და უფლისა თჳსისა განცემაჲ იზრახა.
ხოლო ვითარ არს ესე, რომელ მათე და ლუკა ესრეთ იტყჳან, ვითარმედ: „შეუჴდა ეშმაკი იუდას, და მივიდა, ეზრახა მღდელთმოძღუართა მიცემისათჳს უფლისა“;2 ხოლო იოვანე ეგრეთ იტყჳს, ვითარმედ: „ოდეს-იგი მიიღო პური, მაშინ შევიდა მისა ეშმაკი“.3 გარნა არარას წინააღუდგების ამას ადგილსა იოვანე სხუათა მათ მახარებელთა, რამეთუ იგიცა ზემორე იტყჳს: „და ვითარცა სერობაჲ იგი იყო, და ეშმაკი შესრულ იყო გულსა იუდაჲსსა, რაჲთა განსცეს იგი“.4 ვითარ უკუე ქუემო იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად პურისა მაშინ შევიდა მისა ეშმაკი“?5
1 რომ. 9,20. 2 ლუკ. 22,3-4. 3 იოან. 13,27. 4 იოან. 13,2. 5 იოან. 13,27.
ესე ამისთჳს, რამეთუ არა ერთგზის შევიდა მისა ეშმაკი. არამედ პირველად მოუჴდა და აზრახა ზრახვაჲ იგი ბოროტი. იხილა რაჲ, ვითარმედ მორჩილ არს მისა, ოდეს პური იგი იკადრა ზაკუვით წარმდებებით მიღებად, მაშინ ყოვლითურთ ძალითა უკეთურებისა თჳსისაჲთა შევიდა მისა და დაემკჳდრა უბადრუკსა მას თანა.
და კუალად, ესე ვითარ წერილ არს, ვითარმედ: „ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა“,1 რამეთუ არა იყო ძუელსა შინა წესი ქუედაჯდომით ჭამად პასექისა? ესრეთ უკუე ვიტყჳ, ვითარმედ: ჭამეს პასექი იგი წესისაებრ შჯულისა; და აღასრულა იგი, და მერმე დასხდეს, და იწყო სიტყუად მათა უფალმან. ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა მათ: გულისსიტყჳთ გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა“.2
რამეთუ მაშინ იქმოდა ცხოვრებასა სოფლისასა; მაშინ მისცემდა საიდუმლოთა; მაშინ დაჰჴსნიდა სიკუდილსა ჯუარითა. ამისთჳს იტყჳს, ვი-თარმედ საწადელ იყო მისდა პასექი იგი მის წელიწადისაჲ.
არამედ ესე ყოველი აღესრულებოდა წინაშე უბადრუკისა იუდაჲსა. და მან არა შეიგონა, არცა ვაებისა მისგან შეიკდიმა, არცა სახიერებისა მისგან უფლისა შეირცხჳნა. ხოლო უფალი ყოველსავე ზედა სულგრძელ იყო და ძჳრუჴსენებელ. დიდებაჲ სახიერებასა მისსა!
სწავლაჲ პა ძჳრუჴსენებლობისათჳს
და აწ ჩუენცა, ძმანო, გულისჴმა-ვყოთ გამოუთქუმელი იგი სახიერებაჲ და ძჳრუჴსენებლობაჲ უფლისაჲ და ძალისაებრ ჩუენისა ვჰბაძვიდეთ სახესა მას მის მიერ მოცემულსა. დაღაცათუ ვერ უძლოთ მტერთათჳს სიკუდილისა თავს-დებად, ვითარ-იგი მან ყო, არამედ ნუ ვემტერებით, ნუ ვეშურებით ურთიერთას, ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ. არა ცუდად წერილ არიან საქმენი უფლისა ჩუენისანი, არამედ რაჲთა გუესმოდის და ვჰბაძვიდეთ, რაოდენცა ძალ-გუედვას.
იხილეთ, რავდენი სახიერებაჲ აჩუენა არა იუდას ოდენ, არამედ ჰურიათაცა. განვიდეს რაჲ შეპყრობად მისა, სიტკბოებით ეტყოდა, „მე ვარო“,3 და ყური მონისაჲ მის განკურნა, და ქუედაცემულნი იგი აღადგინნა, და მღდელთმოძღუარსა მას და პილატეს და სხუათა ყოველთა სიმშჳდით ეტყოდა.
ხოლო ჯუარსა რაჲ დამოჰკიდეს, საკჳრველებანი დიდნი ქმნნა, რაჲთამცა ჰრწმენა მათ: მზე დააბნელა, კლდენი განაპნა, კრეტსაბმელი იგი განკუეთა, მკუდარნი აღადგინნა. და ოდეს-იგი წინაშე მღდელთმოძღუართა მათ
1 მათ. 26,20. 2 ლუკ. 22,15. 3 იოან. 18,5.
წარდგა და წინაშე პილატესა, გამოუთქუმელი აჩუენა სიმშჳდე, რომელიიგი კმა იყო უმეტეს სასწაულთასა მოდრეკად გულთა მათთა. და კუალად ჯუარსა ზედა იტყოდა: „მიუტევე მათ, მამაო, ცოდვაჲ ესე, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.1
და აღდგა რაჲ მკუდრეთით, კუალადცა მოუწოდა ჰურიათა მოქცევად და მოციქულთა უბრძანა ქადაგებად მათდა. და რომელნიცა მოიქცეს, სასუფეველი ცათაჲ აღუთქუა; და რომელთა-იგი ჯუარს-აცუეს, მრავალნი მათგანნი ყვნა შვილ ღმრთისა. რაჲმცა იყო ამისა უსაკჳრველეს, რაჲმცა იყო ამის სახიერებისა უმეტეს?
აწ უკუე რომელთა ესე ყოველი გუესმის, შევიკდიმოთ და გულისჴმავყოთ, თუ რაჲზომ შორს ვართ გზისა მისგან, რომელსა იგი ვიდოდა. მან თავადმან გჳბრძანა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“;2 ხოლო ჩუენ ესეზომ უცხო ვართ საქმეთაგან მისთა, ვითარმცა ყოვლადვე არა გუასმიოდა. არამედ ვემტერებით და ძჳრსა ვიჴსენებთ ძმა-თა მიმართ ჩუენთა, რომელთათჳს ქრისტემან სიკუდილი თავს-იდვა. ნუუკუე ძჳრუჴსენებლობასაცა წარგებაჲ საფასეთაჲ უჴმსა, ვითარ-იგი მოწყალებისათჳს ვიტყჳთ? ნუ იყოფინ! ესე სათნოებაჲ სრულიად უშრომელ არს და ადვილ.
გულისჴმა-ყავ, კაცო, რავდენისა ბრალისა თანამდებ ხარ შენ, და არა ხოლო თუ სიმძიმედ გიჩნდეს მიტევებაჲ ბრალთა მათ მოყუსისათა, არამედ უფროჲსად მიისწრაფო შევრდომად მისდა, რაჲთა გექმნას ესე მიზეზ ცოდვათა შენთა შენდობისა.
არა გასმიესა, ვითარმედ წარმართთაცა, რომელთაცა არაჲ აქუს სასოებაჲ მერმისაჲ, მრავალგზის იღუაწეს წარმართებად ძჳრუჴსენებლობისა? და შენ, რომელი მოელი სასოებასა საუკუნესა, უდებ ხარ ამას ზედა და ჰკელობ; და რომელსა იქმს სიგრძე ჟამისაჲ, არა მოსწრაფე ხარა ქმნად მცნებისათჳს ღმრთისა, არამედ უმადლოდ მოელი დაცხრომად გულისწყრომასა შენსა და არა ღმრთისათჳს.
უკუეთუ გაგინა ანუ ძჳრი გიზრახა ძმამან, მოიჴსენე, უკუეთუ სადმე კე-თილი ექმნას შენ თანა; მოიჴსენე შენიცა, რავდენთადა ძჳრი გიქმნიეს, რავდენთადა ძჳრი გიზრახავს, და გულისჴმა-ყავ, ვითარმედ უკუეთუ შენ არა შეუნდო ძმასა შენსა, არცა შენ შეგენდვნენ ცთომანი იგი და ბრალნი შენნი.
გნებავსა ცნობად, თუ რაჲზომ ბოროტ არს ძჳრის-ჴსენებაჲ, და რაჲზომ კეთილ არს ძჳრუჴსენებლობაჲ?
ისმინე, რასა იტყჳს: „უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. უკუეთუ არა მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“.3
1 ლუკ. 23,34. 2 მათ. 11,29. 3 მათ. 6,14-15.
ისმინე კუალად იგავიცა იგი, რომელსა თანაედვა ბევრი შანთი და მიუტევა მეუფემან, ხოლო მან თჳსითა მით უგუნურებითა არა ინება მოყუსისადა სულგრძელ-ყოფად. ამისთჳს განაახლა თავსა ზედა თჳსსა რისხვაჲ იგი მეუფისაჲ.1
რამეთუ ესეცა საცნაურ არს, ვითარმედ უკუეთუ ვისმე ჰრისხვიდეს ღმერთი და მოაწიოს მის ზედა სატანჯველი რაჲმე ამასვე სოფელსა, უკუეთუ ვინმე მოხარულ იყოს საქმესა მას ზედა, განურისხდების, დაღაცათუ სამართლად იტანჯების იგი ვინმე. არამედ შენ, კაცო, არა გიჴმს სიხარული ამას ზედა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ვაჲ მათდა, რამეთუ არა ელმოდა შემუსრვილებაჲ იგი იოსებისი“,2 ესე იგი არს, ტომთა მათ მის-თაჲ, რამეთუ იგინი ღმრთისა განგებითა იტანჯებოდეს. არამედ ესევითარ-თაჲცა ჰნებავს, რაჲთა გუეწყალოდინ ჩუენ და მათ თანა გუელმოდის.
აწ უკუეთუ მათი არა ჯერ-არს ზედადართვაჲ, რომელთა ღმერთი სტანჯვიდეს, არამედ უფროჲსად წყალობაჲ, რავდენ უფროჲსად მათი ჯერ-არს წყალობით შენდობაჲ, რომელთა ჩუენ შეგუცოდონ. რამეთუ ესე არს სასწაული სიყუარულისაჲ - მიტევებაჲ ბრალთა მოყუსისათა.
რამეთუ ვითარცა ღებილი იგი არს ყოველთა უპატიოსნეს, რომლითა პორფირი მეფისაჲ შეიმზადების და იქსოების, ეგრეთვე სათნოებანი იგინი არიან პატიოსან, რომელნი სიყუარულსა განამტკიცებდენ.
ხოლო არარაჲ სხუაჲ შემძლებელ არს ესრეთ განმტკიცებად და დაცვად სიყუარულისა, ვითარ არაჴსენებაჲ შეცოდებისა მოყუასთაჲსა. არა თუ ორისავე კერძისაჲ არა იზრუნა ღმერთმან. ჰე, იზრუნა. რამეთუ შემაწუხებელსაცა უბრძანა, ვითარმედ: „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულძჳრ რაჲმე არს შენდა, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი“.3
ესე უბრძანა შემაწუხებელსა. გარნა შენ, რომელი-ეგე შეწუხებულ ხარ, ნუ მოელი შემაწუხებელისა მის მოსლვად შენდა, უკუეთუ არა წარგიწყმედიეს სასყიდელი შენი, არამედ შენ უსწრვე დაგებად და მიუტევე შეცოდებაჲ იგი. ხოლო უკუეთუ იგი მოვიდეს და გევედრებოდის შენდობად, მან მიიტაცა გჳრგჳნი, და შენ ცარიელი დაშთები უდებებითა შენითა.
რასა იტყჳ, კაცო, მტერი გივისა? და არა გრცხუენის კაცისა მტერ წოდებად? არა კმა არსა მტერად ეშმაკი, რომელ ძმათა ჩუენთა მტერობასა დავირთავთ? ჰე თუმცა არცა მას მოეპოა ჩუენდა მომართ მტერობაჲ, ჰე თუმცა არცა იგი ეშმაკ ქმნილ იყო. აწ უკუე მისი მტერობა კმა არს. მას ვემტერებოდით, მას ვჰბრძოდით და ნუ ურთიერთას დავიჭამებით, ვითარცა ნავღელცემულნი. არარაჲ არს უძჳრეს და უმწარეს მტერობისა, არცა არს რაჲ უტკბილეს და უსაწადელეს სიყუარულისა.
1 მათ. 18,23-34. 2 შდრ. ამოს 6,6. 3 მათ. 5,23-24.
ისმინე წერილისაჲცა, რასა იტყჳს: „გზანი ძჳრისმოჴსენეთანი სიკუდილდ“;1 „კაცი კაცისთჳს იმარხავნ ძჳრსა და ღმრთისა მიერ ეძიებნ წყალობასა. ვითარმცა ეგებოდა ესე?“2 ესე სიტყუაჲ ჭეშმარიტ არს.
რად აჴსენებ, კაცო, ძჳრსა ძმისათჳს? უკუეთუ შიში და სიყუარული ღმრთისაჲ გაქუნდეს, ძჳრსა ვერვინ გაჩუენებს, რამეთუ კაცი ღმრთისმოყუარე არა შეჰრაცხავს ყოვლადვე ძჳრსა მოყუსისასა. უკუეთუ ვინმე უკე-თურმან დააჭირვოს საფასე, ვითარმცა შეწუხნა იგი, რომელსა არარად შეურაცხიან საფასენი?
უკუეთუ მეუღლეცა და შვილნი მოუკლნეს, ვითარმცა იჴსენა ძჳრი, რომელსა უსწავიეს არაშეწუხებაჲ შესუენებულთათჳს სასოებითა მით აღდგომისაჲთა?
უკუეთუ აგინოს და შეურაცხ-ყოს, ოდესმცა ელმოდა, რომელსა უსწავიეს, ვითარმედ საწუთროჲ ესე ვითარცა „ყუავილი თივისაჲ“3 შერაცხილ არს? უკუეთუ ტანჯოსცა და დილეგად მისცეს, უსწავიეს მას, ვითარმედ: „დაღაცათუ გარეშე კაცი განირყუნების, არამედ შინაგანი განახლდების“;4 და ვითარმედ: „ჭირმან გამოცდილებაჲ ქმნის“.5
ჰხედავა, ვითარსა საზომსა მიაწევს ღმრთისმოყუარესა მას მოთმინებაჲ? განაახლებს და განანათლებს.
ამისთჳს გევედრები, ნუ ვავნებთ და მოვაუძლურებთ სულთა ჩუენთა ძჳრის-ჴსენებითა; რამეთუ ესე არა მედგრობისაგან მოყუსისა იქმნების, არამედ უკეთურებისაგან ჩუენისა და უძლურებისა.
აწ უკუე, ძმანო, გინა თუ გუაგინოს ვინ, გინა თუ გუცეს, გინა თუ წარიტაცოს ჩუენი, გინა თუ სხუაჲ რაჲმე ძჳრი შეგუამთხჳოს, ნუ განვრისხნებით, არამედ უფროჲსად მისთჳს ვცრემლოდით, რომელ სულსა თჳსსა ავნებს იგი. მიუტევნეთ შეცოდებანი მოყუსისანი, რაჲთა ჩუენცა ვპოოთ შენდობაჲ ცოდვათაჲ ღმრთისაგან და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 იგავ. 12,28. 2 ზირ. 28,3. 3 შდრ. ესაია 40,6; ფსალმ. 102,15. 4 2 კორ. 4,16. 5 შდრ. რომ. 5,3-4.