მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Colossians 1:25

24. Who now rejoice in my sufferings for you, and fill up that which is behind of the afflictions of Christ in my flesh for his body's sake, which is the church:25. Whereof I am made a minister, according to the dispensation of God which is given to me for you, to fulfil the word of God;26. Even the mystery which hath been hid from ages and from generations, but now is made manifest to his saints:
Colossians თავი 1
25. Whereof I am made a minister, according to the dispensation of God which is given to me for you, to fulfil the word of God;
თავი ე̂. ტკივილთა შინა და ჭირთა სწავლისა მისისათჳს და მოძღურებისა, რაჲთა განახლებულნი წარუდგინნეს ღმერთსა, რომელთაცა ჰრწმენეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლისა ვიქმენ მე მსახურ მოღუაწებითა ღმრთისაჲთა, რომელი მომეცა მე თქუენდა მიმართ აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა (1,25).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რომლისა ვიქმენ მე მსახურ განგებულებითა ღმრთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, თქუენდა მიმართ, აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა. ესე იგი არს, ვითარმედ: განგებულებითა ღმრთისაჲთა იქმნების ჩემ ზედა, და არა დატევებით, არცა განწირვით მიშუებულ არს ჩემი შთავრდომაჲ ჭირსა, არამედ, რაჲთა უფროჲს მათ ყოველთასა დავშურე, რომელნი ჩემ თანა ქადაგებენ სახარებასა, და ამის მიერ იხილოთ თქუენ ჭირთა ამათ შინა მხიარულებით ყოფაჲ ჩემი, და დაიმტკიცოთ გონებათა შინა თქუენთა უეჭუელ ყოფაჲ მერმისა მის სასყიდლისა კუალად-გებისაჲ, რომელსა მე ვიქადაგებ თქუენ. რამეთუ არათუმცა ესე უწყოდე, არამცა ცუდად მიხაროდა შემაწუხებელობასა შინა ამათ ტკივილთასა, რომლითა უფროჲს აღესრულების სიტყუაჲ ღმრთისაჲ (ცხად არს, ვითარმედ — ჯერეთ უსრული). ესე იგი არს, რომელ მან თავადმან თქუა, ვითარმედ: იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის