📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთჳს და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა გუამისათჳს მისისა, რომელ არს ეკლესიაჲ (1,24).
თარგმანი: მითვე სასოებითა სახარებისაჲთა უხარის მოციქულსა ჭირთა მათ ზედა, რომელნი მას შეემთხუევიან ქრისტესთჳს, რამეთუ რასა-იგი მოწაფეთა თჳსთათჳს თავს-იდებდა, იგი ყოველი ქრისტესდად მიიწეოდა, ვინაჲთგან იგი სახიერი განკაცნა ჩუენთჳს, იგუემა და ყურიმალსა იცა, ჯუარს-ეცუა და მოკუდა ცხორებისათჳს კაცთაჲსა. ამისთჳს პავლე სარგებელისათჳს ძმათაჲსა, რაჲთა ყოველთა შორის მიმოდაეთესოს სიტყუაჲ ცხორებისაჲ, არა ხოლო ეგოდენთა, რაოდენნი ქრისტემან, არამედ ფრიად უმრავლესთა ღუაწლთა და ჭირთა დაითმენდა, რამეთუ ეკლესია არს სავსებაჲ მორწმუნეთა კრებულისაჲ, ხოლო ქრისტე — თავ გუამისა მის ეკლესიისა. აწ უკუე, რომელიცა კაცთაგანი სიმჴნით თავს-იდებს ჭირთა და დევნულებათა, რომელნი ეკლესიასა ზედა აღდგებოდიან წინააღმდგომთაგან, ესევითარისა მის ვნებაჲ ქრისტესდად შეირაცხების, და დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა აღავსებს, რამეთუ აწცა დღითი-დღე იგი თავადი ივნების ვნებითა მოწაფეთა მისთაჲთა, რომელნი მისთჳს ივნებენ, და იგი მათითურთ ზოგად ცხორებისათჳს კაცთაჲსა.
მოციქულისაჲ: რომლისა ვიქმენ მე მსახურ მოღუაწებითა ღმრთისაჲთა, რომელი მომეცა მე თქუენდა მიმართ აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა (1,25).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რომლისა ვიქმენ მე მსახურ განგებულებითა ღმრთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, თქუენდა მიმართ, აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა. ესე იგი არს, ვითარმედ: განგებულებითა ღმრთისაჲთა იქმნების ჩემ ზედა, და არა დატევებით, არცა განწირვით მიშუებულ არს ჩემი შთავრდომაჲ ჭირსა, არამედ, რაჲთა უფროჲს მათ ყოველთასა დავშურე, რომელნი ჩემ თანა ქადაგებენ სახარებასა, და ამის მიერ იხილოთ თქუენ ჭირთა ამათ შინა მხიარულებით ყოფაჲ ჩემი, და დაიმტკიცოთ გონებათა შინა თქუენთა უეჭუელ ყოფაჲ მერმისა მის სასყიდლისა კუალად-გებისაჲ, რომელსა მე ვიქადაგებ თქუენ. რამეთუ არათუმცა ესე უწყოდე, არამცა ცუდად მიხაროდა შემაწუხებელობასა შინა ამათ ტკივილთასა, რომლითა უფროჲს აღესრულების სიტყუაჲ ღმრთისაჲ (ცხად არს, ვითარმედ — ჯერეთ უსრული). ესე იგი არს, რომელ მან თავადმან თქუა, ვითარმედ: იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა.
მოციქულისაჲ: საიდუმლოჲ იგი დაფარული საუკუნითგან და ნათესავთაჲთგან, ხოლო აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა, რომელთაჲ-იგი ინება ღმერთმან უწყებად, რაჲ-იგი არს სიმდიდრე დიდებისაჲ საიდუმლოჲსა მის წარმართთა შორის (1,26-27).
თარგმანი: საიდუმლოჲ ესე ქრისტეს მოსლვისა და მის მიერ წარმართთთა წოდებისაჲ დაღაცათუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჯეროვანსა ჟამსა თჳსსა აღესრულა, არამედ პირველ საუკუნეთა განსაზღვრებულ იყო; არა ცხადად, არამედ დაფარულად და საიდუმლოდ; და აწ, რაჟამს გამოცხადნა, არავე ყოველთადა საცნაურ არს, არამედ წმიდათადა ოდენ, რომელნი-იგი ღირსებით გულისჴმის-მყოფელ არიან ძალსა მისსა, თუ რომელი კერძოჲ მისი გამოუძიებელ არს, ანუ რომელი გამოსაძიებელ, და ვითარმედ საიდუმლო არს ნათლისღებისა მიერ ქმნული მოტევებაჲ პირველ ქმნულთა ბრალთაჲ. ხოლო დიდება საიდუმლოჲსა მის ნათლისღებისა არს მოლოდებაჲ მკუდართა აღდგომისაჲ, რომლისა საქმეთაებრი იგი მოსაგებელი სწორებით გუექმნების მომაქცეველ ბოროტთაგან, და გუყოფს მოქმედ კეთილისა. ესევითარისა ამის საიდუმლოჲსა წარმართთა მიმართობაჲ თქუა მოციქულმან; არა ამისთჳს, ვითარმედ მათდა მიმართ ოდენ იქმნა, რამეთუ ყოველთა ნათესავთა ზედა განეფინა. ხოლო არა ესოდენ საკჳრველ იყო მათდა მიმართ განფენაჲ სახარებისაჲ, რომელნი ძუელითგან წურთილ იყვნეს ღმრთისმსახურებასა და ასმიოდა მოსლვაჲ ქრისტესი წიგნებითა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა, ვითარ წარმართთა მოსლვაჲ სარწმუნოებად ქრისტესა, რომლისათჳს პირველ არასადა ასმიოდა.
მოციქულისაჲ: რომელ არს ქრისტე თქუენ შორის, სასოებაჲ იგი დიდებისაჲ, რომელსა-ესე ჩუენ ვქადაგებთ (1,27-28).
თარგმანი: ჩუენ შორის ყოფაჲ ქრისტესი არარაჲთ სხჳთა ცხად იქმნების, თჳნიერ სათნოდ მისა მოქალაქობითა. ხოლო სასოებად დიდებისა უწოდს ქრისტესა, რამეთუ აღდგომითა მისითა გურწამს ჩუენიცა აღდგინებაჲ და ცხორებასა მიმთხუევაჲ მის თანა, რომელთა ჭეშმარიტებით გურწმენეს მისა მიმართ.
მოციქულისაჲ: ვასწავებთ ყოველსა კაცსა და ვჰმოძღურით ყოველსა კაცსა ყოვლითა სიბრძნითა, რაჲთა წარუდგინოთ ყოველი კაცი სრული ქრისტე იესუჲს მიერ (1,28).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ვაიძულებთ, არამედ ვითარცა მშობელნი შჳლთა, ეგრეთ სიტკბოებით ვასწავებთ, რამეთუ თჳთ ესე რს ჭეშმარიტი სიბრძნე ღმრთისა მიერი, რაჲთა არა იძულებით, არამედ ნებსით რწმუნებით მლიქნელ ვექმნნეთ მჴეცობრიობასა წარმართთასა სულგრძელებითა ფრიადითა, მცირედ-მცირედ წარმატებად და აღზრდად და ტჳრთვად ყოველსავე სიჩჩოებისა უსრულობასა, ვიდრემდის წარუდგინოთ იგი ქრისტესა, განსრულებული მადლითავე მისითა.
მოციქულისაჲ: რომლისათჳსცა ვშურები და ვიღუწი შეწევნისაებრ მისისა შეწევნულისა ჩემ შორის ძალითა (1,29).
თარგმანი: ამისსა მიმართ არაოდეს განძღებოდა წმიდაჲ იგი და სანატრელი სული პავლესი, რამეთუ წყურიელ იყო, რაჲთა ერთბამად ყოველნი კაცნი მიიყვანნეს ქრისტესსა; და ამისსა მიმართ წინააღმდგომ და მბრძოლ იყვნეს მისსა ყოველნივე მტერნი, ხილულნი და უხილავნი, რომელთა მიმართ შრომასა და არა დაშრომასა, ყოველსავე ღუაწლსა და ბრძოლასა თჳსსა ღმერთსა მიაჩემებს, რაჲთა თავი თჳსი დაიმდაბლოს და უჩუენოს ყოველთა, ვითარმედ ნებაჲ და შეწევნაჲ ღმრთისაჲ აქუს მას მის თანა მოქმედად და განმაძლიერებელად ქადაგებასა მას შინა სახარებისასა.