მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Colossians 3:23

22. Servants, obey in all things your masters according to the flesh; not with eyeservice, as menpleasers; but in singleness of heart, fearing God:23. And whatsoever ye do, do it heartily, as to the Lord, and not unto men;24. Knowing that of the Lord ye shall receive the reward of the inheritance: for ye serve the Lord Christ.
Colossians თავი 3
23. And whatsoever ye do, do it heartily, as to the Lord, and not unto men;
თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მონანი ერჩდით ყოვლითავე ჴორციელთა უფალთა თქუენთა, ნუ ხოლო თუალთა წინაშე თუალ-ღებით, ვითარცა კაცთმოთნენი, არამედ მარტიობითა გულისაჲთა გეშინოდენ ღმრთისა, და ყოველსავე, რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა (3,22-23).:

თარგმანი: მონება რაჲ ჰრქუა, ნუგეშინის-ცემაჲ დაჰრთო ჴორციელთა უფალთა სახელის-დებითა; ესე იგი არს, ვითარმედ: უფალნი ეგე თქუენნი ჴორცთა ხოლო თქუენთა არიან უფალ; ვინაჲცა თქუენ შეუცვალებელად გაქუს ქრისტეს მიერი აზნაურებაჲ სულთა თქუენთაჲ, მხოლოდ ოდენ საქმესა მას ჴორციელისა მონებისასა ნუ კაცთა საჩუენებელად მაშინ ოდენ იქმთ, რაჟამს უფალნი თქუენნი ზედა-გხედვიდენ, არამედ ყოვლისავე მხედველთა თუალთა ღმრთისათა განეკრძალენით, რაჲთა არა მიგჴადოს პატიჟი ორგულებისაჲ. ესრეთ იოტებს მათგან არა ხოლო ორგულებასა, არამედ უქმებასაცა, რაჟამს უფლისა ყოველთაჲსა მსახურებად უწოდა საქმესა მათსა.

სიტყვა თქმული ქუთაისის მთავარ-ანგელოზის ეკლესიასა შინა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ყოველსავე, რასაც იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისა და ნუ ვითარცა კაცთასა (კოლასელ. 3, 23)

წმიდა მოციქული პავლე, ეპისტოლესა შინა თვისსა კოლასელთა მიმართ, სხვათა შორის მშვენიერთა სწავლათა და დარიგებათა, ამასაც მისწერს და ასწავლის: ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა, ესე იგი ყოველი თქვენი საქმე, დიდი და მცირე რასაც კი დაიწყებთო, გულმოდგინედ და ერთგულად გააკეთეთო, როგორათაც ღვთის საქმეს აკეთებთო, და არა კაცის საქმესო.

ეს სიტყვა, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, პირველად, იპყრობს დიდსა და გამოუთქმელსა ნუგეშსა ყოვლისა კაცისათვის, და, მეორედ, დიდსა და მაღალსა მოვალეობასა დაგვიდგენს. ვაჩვენოთ, რომელსა ნუგეშსა გვაძლევს მოციქული ამ სიტყვებით და რა მოვალეობას სდებს ჩვენ თავზედ.

ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა. ამ სიტყვებიდან ის დიდი ნუგეში და სასიამოვნო აზრი გამოდის, ძმანო ჩემნო, რომ ჩვენ ყოველთა შეგვიძლია ყოველი ჩვენი საქმე და შრომა გარდავაქციოთ ღვთის მსახურებად. ამ სიყტყვებიდგან გამოდის, რომ ღმერთს არა მხოლოდ მაშინ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2019 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...ნ მოგვეცა; იქნება ეს: მიწათმოქმედება, სხვა ფიზიკური შრომის უნარი, სწავლა, მეცნიერული აზროვნება, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მუშაკობა, პედაგოგობა, ექიმობა, მშენებლობა, ქვეყნის მსახურება, ღვთის მსახურება… მოციქული ამიტომაც გვარიგებს: ყველაფერი რასაც გააკეთებთ, გააკეთეთ როგორც ღვთისთვის, მთელი სულითა და გულით ().

რაოდენ მადლიერნი უნდა ვიყოთ უფლისა, რომელმაც საოცარი, ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი, წყალობა მოგვცა, - თავისი უნაპირო სიყვარულის გამო ჩვენთვის დაითმინა ტანჯვა, წამება, შეურაცხყოფა, დამცირება, ჯვარცმით სიკვდილი და აღდგომითა და ამაღლებით მოგვანიჭა სრულქმნის შესაძლებლობა. და რაოდენ უგუნურნი და უმადურნი ვიქნებით, თუ ეს ვერ გავაცნობიერეთ და ამაოებაში დავინთქით?!

პასექამდე, სვიმონ კეთროვნის სახლში ყოფნისას, იესო ქრისტეს ერთი ცოდვილი ქალი მორიდებით მიუახლოვდა, ცრემლით დაალტო მისი ფერხნი, დაასხა ძვირფასი ნელსაცხებელი და თავისი თმით დაუწყო შემშრალება.

ამის მხილველმა მოციქულებმა გულისწყრომა გამოხატეს, რადგან ფიქრობდნენ, უმჯობესი იყო ეს სურნელოვანი ზეთი გაეყიდათ და საფასური გლახაკთათვის დაერიგებინათ.

ქალის გულწრფელი ქმედება კი მაცხოვარმა ასე შეაფასა: „მთელ ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქვას.., რაც მან გააკეთა, მ...

სრულად ნახვა