მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Colossians 4:1

1. Masters, give unto your servants that which is just and equal; knowing that ye also have a Master in heaven.2. Continue in prayer, and watch in the same with thanksgiving;
Colossians თავი 4
1. Masters, give unto your servants that which is just and equal; knowing that ye also have a Master in heaven.
თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უფალნი ეგე სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ; უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა უფალი გივის ცათა შინა (4,1).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: რაჲ-იგი მონათა ვარქუ, თქუენცა მასვე გეტყჳ: უკუეთუ არა შესწორებულად საქმისა მიაგებდეთ სასყიდელსა და ჰმძლავრობდეთ მონებისათჳს, არა უხუებით მიცემითა საზრდელისა და სამოსლისაჲთა, გინათუ კუალად თქუენ თუალ-ახუმიდეთ ძლიერსა, და უუძლურესსა მონასა დააკლებდეთ საჴმარსა თჳსსა, გინათუ ქრისტიანენი უფალნი წარმართობისათჳს უწყალო ექმნებოდით მონათა, და არა ყოველთა მიმართ უხუ იყოს საზრდელი და სამოსელი თქუენი, ამის ყოვლისათჳს თუალუხუავად პატიჟი მიგეჴადოს უფლისაგან თქუენისა, რომელ არს ცათა შინა, სიმაღლესა ყოველთა ზედამხედველობისა და განმგებელობისასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის