...მსხვრეულიყო (). დიდმა ელიამაც იმდენივე დღე იმარხულა და სიკვდილის ბატონობას გადაურჩა, ცეცხლოვანი ეტლით „თითქოსდა ცად" ამაღლდა და დღემდე სიკვდილი არ განუცდია (4 მეფ 2:1, 11). სურვილთა კაციც, მრავალი დღე მარხვაში გაატარა რა, იმ საკვირველი ხილვის ღირსი შეიქნა (); მანვე ლომთა მრისხანება დააოკა და ცხვართა სიმშვიდედ აქცია (დან 6:16–23, 14:30–39), არა ბუნების შეცვლით, არამედ განწყობის ცვლილებით, თუმცა მათი ნადირული ბუნება იგივე დარჩა. ნინეველებმაც მარხვით უფლის განაჩენი აიცილეს, ადამიანებთან ერთად უტყვი ცხოველებიც ამარხულეს რა, და ამგვარად, ყველანი ბოროტი საქმეებისგან განეშორნენ და სამყაროს მეუფე კაცთმოყვარეობისკენ მოაქციეს (). მაგრამ რისთვის მივმართავ ჯერ კიდევ მონებს (შეგვიძლია მრავალი სხვაც ჩამოვთვალოთ, ვინც მარხვით განითქვა ძველ და ახალ აღთქმაში), როდესაც ჩვენ ყველას საერთო მეუფეზე უნდა მივუთითოთ? თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ, ეშმაკთან ბრძოლა დაიწყო და ჩვენ ყველას მაგალითი მოგვცა, რომ ჩვენც იმავე მარხვით შევიარაღებულიყავით და ამით ძალა მოგვეპოვებინა, ეშმაკთან ბრძოლაში შეგვესვლა (
Daniel 10:3
2. In those days I Daniel was mourning three full weeks.3. I ate no pleasant bread, neither came flesh nor wine in my mouth, neither did I anoint myself at all, till three whole weeks were fulfilled.4. And in the four and twentieth day of the first month, as I was by the side of the great river, which is Hiddekel;
Daniel თავი 10