თარგმანი: ვითარ-ესე ჴორცთა არსებაჲ სულისა მიერ იპყრობების, და იგი მოქმედებს ერთგუამ ყოფასა ასოთა სიმრავლისასა, რომელსა ცხად ჰყოფს შემდგომად მიერ განსლვისა სულისა, განრღუევაჲ ერთობისა ასოთა გუამისათაჲ, ეგრეთვე სული წმიდაჲ შეაერთებს სიმრავლესა მორწმუნეთასა და ერთგუამ ჰყოფს მათ, უკუეთუ ოდენ დავიცვათ იგი ჩუენ შორის, მარადის მშჳდობისმყოფელობითა შორის სულისა და ჴორცთა ჩუენთა, და ძმათა მიმართ და მოყუასთა ჩუენთა.
Ephesians 4:3
განმარტება რიგის სამოციქულოისა (ეფეს. 4, 1-6).
განვიხილოთ და განვმარტოთ, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, დღეს წაკითხული სამოციქულო. თუმცა იგი არის მოკლე სიტყვებითა, გარნა არა აზრებითა. იგი იპყრობს თვის შორის მრავალთა მშვენიერთა, ღრმათა და სასარგებლოთა სწავლათა.
გლოცავ თქვენ მე, კრული ესე უფლისა მიერ, რათა ღირსად ჰხვიდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით. ეს არის პირველი მუხლი დღეს წაკითხულისა სამოციქულოისა.
აქ პირველად ჩვენ ის უნდა ავხსნათ, რისთვის ხმარობს პავლე მოციქული ამ სიტყვას: გლოცავ თქვენ? რისთვის არ იტყვის იგი: გიბრძანებ, გამცნებ, ვალად-გადებ, არამედ გლოცავ? მისთვის, ძმანო ჩემნო, რომ ქრისტიანობა დამყარებული არის თავისუფალსა სიყვარულსა ზედა, და არა მონებრივსა შიშსა ზედა. დიაღ, შეეძლო პავლეს, ვითარცა ქრისტეს მოციქულსა, ვითარცა დიდისა უფლებისა და სულიერისა მადლისა მექონესა, ბრძანება მიეცა მორწმუნეთათვის, გარნა იგი, ნაცვლად ამისა, ჰლოცავს მათ, ვინაიდგან შიშით და იძულებით აღსრულება ქრისტეს მცნებათა არად სარგებელ არს, არამედ თავისუფალი და სიყვარულით აღძრული მორჩილება უფლისა სათნო არს მისა.
გლოცავ მე კრული ესე უფლისა მიერ,...
...ა აქვს სიყვარულით მოქმედ რწმენს“ (გალატ.5,6); და მკვდარია რწმენა საქმეთა გარეშე ისევე, როგორც სხეული სულის გარეშე ().
„ჩვენ ღირსებით უნდა ვიდგეთ რწმენაში, სიყვარულსა და მშვიდობაში გონიერებით“ (I ტიმ. 2.,15) და ვეცადოთ, შევინარჩუნოთ „სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით“ (); ამასთან არ უნდა შევშინდეთ და „ყველაფერში ავიღოთ სარწმუნოების ფარი, რითაც შევძლებთ ბოროტების გახურებულ ისართა დაშრეტას“ () „სარწუნოების გარეშე კი შეუძლებელია ღმერთს სათნო ვეყოთ“ ()
მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა, არც აღდგომის ღამეს. ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია. ინებოს ღმერთმა, სირთულეები არც შემდგომში შეიქმნას და საქართველოც და მსოფლიოც იხსნას ამ განსაცდელისგან.
არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მრევლს, რომელიც წესრიგის გამორჩეული დაცვით და რეკომენდირებული ნორმებით სიცივეში, ქარში, წვიმაში არ ერიდებოდა მსახურებაზე ღია ცის ქვეშ საათობით დგომას.
აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლ...