მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Ephesians 6:16

15. And your feet shod with the preparation of the gospel of peace;16. Above all, taking the shield of faith, wherewith ye shall be able to quench all the fiery darts of the wicked.17. And take the helmet of salvation, and the sword of the Spirit, which is the word of God:
Ephesians თავი 6
16. Above all, taking the shield of faith, wherewith ye shall be able to quench all the fiery darts of the wicked.
თავი ი̂. მცნებაჲ სახისმეტყუელებითა აღჭურვისაჲთა ძალთა მიმართ და ჴელმწიფებათა ბნელისათა ძალითა ქრისტესითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად (6,16).:

თარგმანი: ამას ადგილსა მეორისა მის სარწმუნოებისა აღებად გუამცნებს, რამეთუ პირველი სარწმუნოებაჲ არს შჯულთა მართლმადიდებლობისაჲ, რომელი-ესე ყოველთაჲ არს. ხოლო მეორე და ვიეთიმე რჩევითთაჲ იგი არს, რომლისათჳს უფალი ეტყჳს მოწაფეთა: "უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ" (), და კუალად, იგინი ეტყჳან: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (). ამით ესევითარითა სარწმუნოებითა დაშრტებიან ყოველნი იგი ისრად წოდებულნი გულისსიტყუანი გულისთქუმისანი და ზედა-აღდგომანი განსაცდელთანი, რამეთუ არა ხოლო ფარსა, არამედ წყალსა ცხოველსაცა მიემსგავსების ესევითარი იგი სარწმუნოებაჲ, დამშრეტელად ცეცხლსა გულისთქუმათასა.

სააღდგომო ეპისტოლე 2020 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...სებით უნდა ვიდგეთ რწმენაში, სიყვარულსა და მშვიდობაში გონიერებით“ (I ტიმ. 2.,15) და ვეცადოთ, შევინარჩუნოთ „სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით“ (); ამასთან არ უნდა შევშინდეთ და „ყველაფერში ავიღოთ სარწმუნოების ფარი, რითაც შევძლებთ ბოროტების გახურებულ ისართა დაშრეტას“ () „სარწუნოების გარეშე კი შეუძლებელია ღმერთს სათნო ვეყოთ“ ()

მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა, არც აღდგომის ღამეს. ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია. ინებოს ღმერთმა, სირთულეები არც შემდგომში შეიქმნას და საქართველოც და მსოფლიოც იხსნას ამ განსაცდელისგან.

არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მრევლს, რომელიც წესრიგის გამორჩეული დაცვით და რეკომენდირებული ნორმებით სიცივეში, ქარში, წვიმაში არ ერიდებოდა მსახურებაზე ღია ცის ქვეშ საათობით დგომას.

აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები.

მინდა ასევე დავლოცო ის მორწმუნენი, ხანდაზმულნი და უძლურებაში მყოფნი, რომელნიც სახლებიდან ჩვენთან ერთად ლოცულობდნენ და ლო...

სრულად ნახვა