მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Exodus 23:3

2. Thou shalt not follow a multitude to do evil; neither shalt thou speak in a cause to decline after many to wrest judgment:3. Neither shalt thou countenance a poor man in his cause.4. If thou meet thine enemy's ox or his ass going astray, thou shalt surely bring it back to him again.
Exodus თავი 23
3. Neither shalt thou countenance a poor man in his cause.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მთ სიმართლისათჳს:

...თლისათჳს

ხოლო ესე არა მაშინდელთა მათ მიმართ ოდენ თქუმულ არს, არამედ ჩუენდა მომართცა, რაჲთა არცა ერთითა საქმითა გარდავაქცევდეთ სიმართლესა, არამედ ყოვლით კერძო სიმართლისათჳს ვისწრაფდეთ. და გინა თუ გლახაკი ვინ იყოს, გინა თუ მდიდარი, არა პირთა ვხედვიდეთ, არამედ საქმეთა, რამეთუ „არა შეიწყალო გლახაკი საშჯელსა შინა“. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ მისდრკები უსამართლოებისა კერძსა, დაღაცათუ გლახაკი იყოს უსამართლო. აწ უკუეთუ გლახაკისა წყალობისათჳს სიმართლისა გარდაქცევაჲ არა ჯერარს, არა უფროჲსად მდიდრისათჳს არა ჯერ-არსა? ხოლო ამას ვიტყჳ არა მსაჯულთა მიმართ ოდენ, არამედ ყოველთა კაცთა, რაჲთა არაოდეს გარდავაქციოთ სამართალი, არამედ ყოლადვე კეთილად დავიმარხოთ იგი, რამეთუ უფალსა უყუარს სამართალი. „ხოლო რომელსა უყუარს სიცრუჱ, მას სძულს სული თჳსი“.

აწ უკუე ნუმცა მოვიძულებთ სულთა ჩუენთა, ნუმცა შევიყუარებთ სიცრუესა. რამეთუ რაჲ არს სარგებელი სიცრუჲსაჲ? რამეთუ დაღაცათუ იყოს ჴორცთა რაჲმე სარგებელი, მცირე არს და არარა, და უკუანაჲსკნელ ბოროტად წარვწყმდეთ, და უფროჲსად აქაცა არარაჲ ვირგოთ მისგან. რამეთუ რაჟამს გონებითა ბოროტითა ვიშუებდეთ, არა საშჯელ არსა და სატანჯველ საქმჱ ესე? შევიყუაროთ უ...

სრულად ნახვა