📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას. და აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას. მაშინ თავადიცა აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად“ (7,9-10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: საქმეთა ამათ, რომელთა კაცობრივ იქმოდა უფალი განგებულებით, არა თუ ამისთჳს ოდენ იქმოდა, რაჲთამცა განკაცებაჲ თჳსი დაამტკიცა, არამედ ამისთჳსცა, რაჲთა ჩუენ სათნოებაჲ გუასწავოს, რამეთუ უკუეთუმცა ყოველსავე ვითარცა ღმერთი იქმოდა, ვინაჲმცა შეუძლეთ ჩუენ ცნობად, რაჟამს-იგი საქმეთა ესევითართა შთავრდომაჲ მოიწიოს, თუ რაჲ ჯერ-არს ყოფად? ხოლო სიტყუაჲ ჩემი ესევითარი არს, რამეთუ: აჰა ესერა გუესმა ამის მახარებელისაგან, ვითარმედ განძჳნებულთა მათ ჰურიათა შორის შევიდა, რაჟამს იგინი ეძიებდეს მოკლვად, და ძალითა თჳსისა ღმრთეებისაჲთა აღჳრ-ასხნა. ხოლო უკუეთუმცა მარადის ესრეთ იქმოდა, ჩუენ ამისი ქმნაჲ ვერ ძალ-გჳც. ხოლო რაჟამს მოიწიამცა ესევითარი საქმჱ, ვითარმცა ვცნათ, თუ რაჲ გჳჴმს ყოფად? გინა თუ დადებად ოდენ თავნი ჩუენნი სიკუდილად, ანუ თუ მცირედ ღონის-ძიებით განგებულებაჲ, რაჲთა წარემართოს სიტყუაჲ იგი საღმრთოჲსა ქადაგებისაჲ? რაჲმცა ვქმენით, რომელთა-ესე ვერ ძალ-გჳც, რაჲთამცა შორის მბრძოლთასა შევედით, და იგინიმცა ვერ გუხედვიდეს? ამისთჳს ამასცა ვისწავებთ მისგან, რამეთუ თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და დაადგრა გალილეას. ხოლო ვი-თარცა აღვიდეს ძმანი მისნი, მაშინ თავადიცა აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად“ (7,9-10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რომელსა-ესე იტყჳს, თუ: „აღვიდეს ძმანი მისნი“, ესე მოსწავებაჲ არს, ვითარმედ არა ენება მათ თანა აღსლვად და ამისთჳს დაადგრა მუნ, და აღ-რაჲ-ვიდა, არავე გამოაცხადა თავი თჳსი, დაღაცათუ იგინი ისწრაფდეს, რაჲთამცა გამოაცხადა. ხოლო რაჲსათჳს, რომელ მარადის კადნიერებით ეტყოდა, და აქა დამალა თავი თჳსი? გარნა გულისხმა-ყავთ, თუ ვითარ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ არა იტყჳს მახარებელი, თუ: იდუმალ, არამედ „ვითარცა ფარულადო“, რამეთუ ესრეთ შერაცხილ იყო, თუ ფარულად არს, და ამას იქმოდა, რაჲთა ჩუენ გუასწაოს გულისხმის-ყოფით ქმნად საქმეთა კეთილთაჲ. და კუალად თჳნიერ ამისაცა არა ერთი იყო ამბოხებასა შინა მათსა მისლვაჲ მუნ, არამედ შემდგომად ამისა, გარდა-რაჲ-ჰჴდა დღესასწაული.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ჰურიანი ეძიებდეს მას და იტყოდეს: სადა-მე არს იგი?“ (7,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილ რაჲმე არიან საქმენი მათნი, რომელთა დღესასწაულთა შინა იქმოდეს! რამეთუ კლვად განემზადებოდეს მარადის და დღესასწაულთა შინა ისწრაფდეს შეპყრობად მისა. რამეთუ ეგრეთვე სხუასაცა ადგილსა იტყოდეს, ვითარმედ: „რასა ჰგონებთ, არამცა მოვიდა იგი დღესასწაულსა ამას?“1
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდეს: სადა არს იგი?“ (7,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადისა მის სიძულილისა და მტერობისა მათისაგან სახელითცა წოდებად მისა არა თავს-იდებდეს. ეჰა დიდი სირცხჳლი, რომელი აქუნდა დღესასწაულსა შინა, დიდი კრძალულებაჲ, რაჲთა ვთქუა კიცხევით, ვითარ-იგი დღესასწაულსა შინა ისწრაფდეს მონადირებად მისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დრტჳნვაჲ იყო მისთჳს ერსა შორის“ (7,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მე ვჰგონებ, ვითარმედ ადგილისა მისგანცა განრისხნებოდეს, სადა-იგი სასწაული ქმნა, და ეშინოდა, ნუუკუე სხუაჲცა ქმნას მან, და ესრეთ ზრახვიდეს მისთჳს და უნებლიაჲთ თჳნიერ ნებისა მათისა გამოაცხადებდეს მას.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელნიმე იტყოდეს: კეთილ არს იგი; და სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა“ (7,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე, თუ: „კეთილ არს“, მრავლისა მის ერისაჲ არს, და ესე მეორე მთავართაჲ არს და მღდელთაჲ, რამეთუ სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „არა, არამედ აცთუნებს ერსა“, - ესე მას მოასწავებს. ხოლო რასა იქმოდა, რომელ აცთუნებდა? მითხართღა. ნუუკუე აცთუნებდა და არა ჭეშმარიტებით იქმოდაა სასწაულთა? გარნა ესე თჳთ საქმემან გამოაჩინა, თუ უცნებით იქმოდა, გინა ჭეშმარიტებით.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არავინ განცხადებულად იტყოდა მისთჳს შიშისათჳს ჰურიათაჲსა“ (7,13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ წინამძღუარნი იგი განხრწნილ იყვნეს, ხოლო ერნი იგი მრთელ იყვნეს გონებითა, გარნა არა აქუნდა სიმჴნჱ იგი ჯეროვანი?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა დღესასწაული იგი გან-ოდენ-ზოგებულ იყო, აღვიდა იესუ ტაძრად და ასწავებდა“ (7,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დაყოვნებითა მით უმოსწრაფეს-ყვნა სმენად სიტყუათა მისთა, რამეთუ რომელნი-იგი პირველთა მათ დღეთა ეძიებდეს, რაჟამს იხილეს მეყსა შინა მოსრული, განაღამცა გარემოადგეს იგინიცა, რომელნი კეთილად უწესდეს მას, და იგინიცა, რომელნი მაცთურით ჰხადოდეს; იგინი ამისთჳს, რაჲთამცა ესმა კუალადმცა სწავლაჲ მისი და ირგეს და განკჳრდესმცა, ხოლო ესენი ამისთჳს, რაჲთამცა პოვეს მიზეზი და შეიპყრეს; ცთუნებასა უკუე ერისასა სწავლისა მისისა სიტყუათათჳს იტყოდეს, რამეთუ ვერ გულისხმა-ჰყოფდეს სიტყუათა მისთა ძალსა. ხოლო რომელნი
1 იოან. 11,56.
იტყოდეს, თუ: „კეთილ არს იგი“, იგინი სასწაულთა მისთათჳს იტყოდეს. არამედ თავადმან მიუშუა, ვიდრემდის დამდოვრდარე გულისწყრომაჲ მათი, და ესრეთ მივიდა, რაჲთამცა შეუძლეს სმენად სიტყუათა მისთა, რაჟამს რისხვაჲ არღარამცა დაუყოფდა ყურთა მათთა.
ხოლო მახარებელმან არა გამოგჳცხადა, თუ რაჲ ასწავა, ანუ რაჲ თქუა, გარნა ამას ოდენ იტყჳს, ვითარმედ საკჳრველ იყო სწავლაჲ მისი, და ვითარმედ მოაქცინა იგინი საკჳრველებად. და ესეოდენ იყო სწავლისა მის მისისა ძალი, რამეთუ რომელნი-იგი იტყოდეს, თუ: „აცთუნებს ერსა“, მოიქცეს და უკჳრდა, ვითარმედ: „ვითარ ამან წიგნი იცის უსწავლელად?“ (7,15). ჰხედავა, ვითარ აქაცა უკეთურებითა სავსე არს განკჳრვებაჲ იგი მათი? რამეთუ არა ესრეთ იტყჳს მახარებელი, თუ სწავლაჲ მისი საკჳრველად უჩნდა, ანუ თუ შეიწყნარებდეს სწავლათა მისთა, არამედ უკჳრდაო, თუ სადაჲთ იცის ამან ესე ყოველი? ჯერ-იყო უკუე გულისხმის-ყოფად, ვითარ არაჲ კაცობრივი იყო მის თანა. არამედ ვინაჲთგან მათ ესე არა გულისხმა-ყვეს, გარნა ოდენ უკჳრდა, იხილე, რასა ეტყჳს მათ, ვითარმედ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩემი ესე მოძღურებაჲ არა არს ჩემი, არამედ მომავლინებელისა ჩემისაჲ“ (7,16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და კუალად მათისა მის იჭჳსა მიმართ მიუგებს, რაჲ-თამცა მამაჲ გულისხმა-უყო და პირიმცა მათი დაუყო.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ვინმე ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მან მო-ძღურებაჲ ესე, ვითარ-რაჲ არს: ღმრთისაგან არს, ანუ მე თავით ჩემით ვიტყჳ“ (7,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს? ესე იგი არს, ვითარმედ: უგულისხმოებაჲ ეგე აჴოცეთო და რისხვაჲ და შური და სიძულილი, რომელი გაქუს ჩემდა მომართ ამაოდ, და მაშინ არღარაჲ იყოს დამაყენებელ თქუენდა ცნობად სწავლაჲ ესე ჩემი, ვითარმედ ჭეშმარიტად სიტყუანი ღმრთისანი არიან, რამეთუ აწ ბოროტნი ეგე ზრახვანი თქუენნი დაგაბნელებენ და არა გიტევებენ გულისხმის-ყოფად სიტყუათა ჩემთა. უკუეთუ კულა ყოველივე ეგე ბოროტებაჲ თქუენი აღჰჴოცოთ, მერმე არღარა იყოს დამაყენებელ თქუენდა. არამედ ესრეთ განცხადებულად არა თქუა ბოროტთა მათთათჳს, თუ არა, უმეტესადმცა მოეწყლნეს გულნი მათნი, გარნა დაღაცათუ განცხადებულად არა თქუა, არამედ ესე ყოველი მოასწავა სიტყჳსა მის მიერ, რომელი თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი ჰყოფდეს ნებასა მისსა, მან ცნას მოძღურებაჲ ესე, ვითარ-რაჲ არს: ღმრთისაგან არს, ანუ მე თავით ჩემით ვიტყჳ“ (7,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ანუ მე უცხოსა რასმე და წინააღმდგომსა ვიტყჳ. რამეთუ რომელ იტყჳს, თუ: „თავით ჩემით“, მარადის სიტყუაჲ ესე ამას მოასწავებს, ვითარმედ: არარას ვიტყჳ გარეგან ნებისა მისისა, არამედ ყოველივე, რაოდენი მამასა ჰნებავს, მეცა მნებავს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ვინ ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მოძღურებაჲ ესე“ (7,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს უკუე: „უკუეთუ ვინ ნებასა მისსა ჰყოფდეს“? ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ვინ წადიერ იყოს ქმნად სათნოებათა და სათნო-ყოფად ღმრთისა, მან გულისხმა-ყოს სიტყუათა ამათ ძალი. უკუეთუ ვინ ინებოს გულისხმის-ყოფად სიტყუათა წერილთასა, ცნას, თუ ეწამებიან ჩემთა სიტყუათა ანუ არა.
ხოლო ვითარ, რომელ სწავლაჲ ესე მისი არს და არა მისი? რამეთუ არა თქუა, თუ: სწავლაჲ ესე არა ჩემი არს, არამედ პირველად თქუა, ვი-თარმედ: „სწავლაჲ ჩემი არს“, და მერმეღა შესძინა და თქუა, ვითარმედ: „არა ჩემი არს“. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ჩემი ესე მოძღურებაჲ არა ჩემი არს“. ვითარ შესაძლებელ არს უკუე, რაჲთამცა ერთი იგი მოძღურებაჲ მისიცა იყო და არა მისი? ესრეთ უკუე არს, რამეთუ მისი ამისთჳს არს, რომელ არა თუ ვისგანმე ისწავლიდა და ესრეთ იტყოდა, არამედ უსწავლელად, ხოლო არა მისი ესრეთ, რამეთუ მამისაჲ იყო მოძღურებაჲ იგი. ხოლო ვითარ იტყჳს სხუასა ადგილსა, თუ: „ყოველივე მამისაჲ ჩემი არს, და ჩემი ყოველივე მისი არს“?1 რამეთუ უკუეთუ ესე ვინაჲთგან მამისაჲ არს, შენი არა არს, უფალო, არა სამე ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ იგი, რამეთუ ვინაჲთგან მამისაჲ არს, ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთამცა შენი იყო. არამედ სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „არა ჩემი არს“, ფრიად თჳსობასა მოასწავებს მისსა და მამისასა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არარაჲ აქუს განყოფილებაჲ, ვითარმცა სხჳსაჲ იყო. დაღაცათუ გუამი სხუაჲ არს, ესრეთ ვიტყჳ და ვიქმ, რომელ არა საგონებელ არს, თუ არა ჭეშმარიტებით მამისაჲ არს, არამედ ეგევითარივე, ვითარი არს მამისაჲცა სიტყუაჲ, გინა თუ საქმჱ.
და კუალად სხუასაცა სიტყუასა შემოიღებს შორის სიბრძნესა და სახესაცა კაცობრივსა, რაჲთამცა დაარწმუნნა. ხოლო რომელი არს ესე? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: რომელსა ენებოს თჳსისა რაჲსმე სწავლისა დამტკიცებად, არარაჲსათჳს იქმს ამას სხჳსა, გარნა ამისთჳს, რაჲთა დიდებაჲ მოატყუას თავსა თჳსსა. ხოლო მე ვინაჲთგან არა თავისა ჩემისა დიდებასა ვეძიებო, რაჲსათჳსმცა ვისწრაფდი ამაოდ ჩემისა მოძღურებისა დამტკიცებასა, უკუეთუმცა არა ჭეშმარიტად მამისა მიერ იყო? რამეთუ რომელი თავით თჳსით რას იტყოდის, ესე იგი არს, თჳსსა რასმე და განყოფილსა, ამისთჳს იტყჳს, რაჲთამცა დიდებაჲ თჳსი დაამტკიცა. უკუ-
1 შდრ. იოან. 17,10.
ეთუ კულა დიდებასა მომავლინებელისა ჩემისასა ვეძიებ, რაჲსათჳსმცა გასწავლიდი უცხოჲსა მისგან სწავლისა? ჰხედავა, ვითარ მიზეზი რაჲმე იყო, რომლისათჳს მას იტყოდა? და თუ რაჲსათჳს ეტყოდა, ვითარმედ: „არარას თავით ჩემით ვიქმ“?1 რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ არა ჰსურის მას დიდებისათჳს კაცობრივისა. ამისთჳს, რაჟამს სიმდაბლით იტყოდის, იტყჳს, ვითარმედ: „მე დიდებასა მამისა ჩემისასა ვეძიებ“,2 რაჲთამცა დაარწმუნა, ვითარმედ არა უყუარს მათმიერი დიდებაჲ.
ხოლო სიმდაბლით მეტყუელებისა ამის მიზეზნი მრავალნი არიან: ერთად, რაჲთა არა უშობელად საგონებელ იყოს, და რაჲთა არა წინააღმდგომად მამისა ჰგონებდენ, და რაჲთა კაცებაჲ თჳსი დაამტკიცოს, და უძლურებისათჳს მსმენელთა მათ, და რაჲთა ასწაოს კაცთა სიმდაბლჱ და არა დიდადმეტყუელებაჲ თავთა თჳსთათჳს. ხოლო მაღლად და ჴელმწიფებით მეტყუელებისა მისისაჲ ერთი ოდენ არს მიზეზი - მეუფებაჲ იგი ბუნებისა მისისაჲ. და ამისთჳს არა მარადის ესრეთ ჯერ-იყო სიტყუაჲ მათ უგულისხმოთა მიმართ, რამეთუ უკუეთუ თქუა, თუ: „პირველ აბრაჰამისა მე ვარ“,3 და ამისთჳს დაბრკოლდეს, უკუეთუმცა მარადის ესრეთ მაღალთამცა სიტყუათა ეტყოდა, რაჲმცაღა ყვეს?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოსე მოგცა თქუენ შჯული, და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?“ (7,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ შეწყობაჲ აქუს სიტყუათა ამათ, ანუ რაჲ ზიარებაჲ აქუს პირველთქუმულთა მათ თანა? რამეთუ იგინი ორთა ბრალთა დასდებდეს მის ზედა: ერთად, ვითარმედ შაბათსა დაჰჴსნისო, და მეორედ, რამეთუ ღმერთსა მამად თავისა თჳსისა უწესსო და სწორ-ჰყოფს თავსა თჳსსა ღმრთისა თანა. ხოლო არა მათისა იჭჳსა და ჰაზრისაჲ იყო, არამედ ჭეშმარიტი იყო, და იგიცა თავადი ესრეთ იტყოდა და დაამტკიცებდა მარადის, ვითარმედ სწორ ღმრთისა არს; რამეთუ სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, თუ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲცა ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“,4 და კუალად: „რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენო, ვითარცა პატივ-სცემენ მამასა“,5 და ვითარმედ: „საქმეთა, რომელთა იგი იქმს, მეცა ვიქმ“,6 - ესე ყოველი სწორებისა მომასწავებელი არს. და შჯულისათჳს უკუე იტყჳს, ვი-თარმედ: „ნუ ჰგონებთ, თუ მოვედ დაჴსნად შჯულისა და წინაჲსწარმეტყუელთა“.7 ესრეთ იცოდა უკეთურებათა მათცა გონებისათა აღჴოცად, ხოლო სწორებისა მის გულისსიტყუასა მათსა არა თუ ოდენ არა აღჰ-ჴოცს, არამედ დაამტკიცებსცა. ამისთჳსცა სხუასა ადგილსა თქუეს მათ: „თავსა შენსა ღმერთ-ჰყოფ“; არა გარემიაქცია იჭჳ იგი, არამედ დაამტ-
1 შდრ. იოან. 5,30. 2 შდრ. იოან. 7,18. 3 იოან. 8,58. 4 იოან. 5,21. 5 იოან. 5,23. 6 შდრ. იოან. 5,19. 7 მათ. 5,17.
კიცაცა და თქუა, ვითარმედ: „რაჲთა სცნათ, თუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა შენდობად ცოდვათა, ჰრქუა განრღუეულსა მას, ვითარმედ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა“.1 და იგი უკუე ერთი ბრალობაჲ მათი დაამტკიცა, რამეთუ გამოაჩინა, ვი-თარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ, არამედ ყოველსავე სწორებითა მისითა იქმს. ხოლო აქა მეორისა მის ბრალობისათჳს წინააღუდგების, რომელსა იტყოდეს იგინი დაჴსნისათჳს შაბათისა, და ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მოსე მოგცა თქუენ შჯული? და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა“ (7,19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რაჲსათჳს თქუა, თუ: „არავინ“? ამისთჳს, რამეთუ ყოველნი ეძიებდეს მას მოკლვად. ხოლო ესრეთ არს სიტყჳსა მისისა ძალი, ვითარმედ: მე დაღაცათუ შჯული დავჰჴსენ შაბათისაჲ, გარნა კაცი ვაცხოვნე და მისისა ცხორებისათჳს დავჰჴსენ შაბათი, და საქმჱ იგი ჩემი უკუეთუ გარდასლვაჲ იყო შჯულისაჲ, - რომელ-იგი არა იყო, არამედ დაღაცათუ იყო, ცხორებისათჳს კაცისა, - და არა ჯერ-იყო თქუენ მიერ შჯაჲ ჩემი, რომელნი-ეგე დიდად გარდამავალ ხართ მცნებათა შჯულისათა, რამეთუ თქუენი ეგე გარდასლვაჲ სრულიად დაჴსნაჲ არს შჯულისაჲ. და მერმე შემდგომად ამათ სიტყუათა იქმს ვრცელად სწავლასა მათა მიმართ. დაღაცათუმცა პირველცა მრავალნი ეთქუნეს მათა მიმართ სწავლანი, არამედ მაღლად ეტყოდა და თჳსისა მის პატივისაებრ, ხოლო აწ - სიმდაბლითრე. რაჲსათჳს იქმს უკუე ამას? ამისთჳს, რამეთუ არა ენება ზედაჲსზედა განმწარებაჲ მათი, და ამას ჟამსა მრისხანებაჲ მათი აღორძინებულ იყო, და შური მათი დიდ იყო. ამისთჳს ორითა ამით სახითა ჰნებავს დამდოვრებაჲ მათი: ერთად, რამეთუ ზრახვაჲ იგი ბოროტი გულისა მათისაჲ ამხილა, ვითარმედ ეძიებენ მას მოკლვად, და კუალად, რამეთუ ესრეთ სიმშჳდით ეტყჳს მათ და ტკბილად, ვითარმედ: კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ. და კუალად უჩუენა, ვითარმედ ვინაჲთგან იგინი მკლველნი არიან, არა უჴმს სხუათა განშჯაჲ, რამეთუ არაღირს არიან. ხოლო შენ იხილე ქრისტეს სიტყჳსა სიმდაბლჱ და მათისა მის სიტყჳსა ამპარტავანებაჲ და უკეთურებაჲ, რამეთუ ჰრქუეს მას:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?“ (7,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და სიტყუაჲ ესე რისხვისაჲ არს და გულისწყრომისაჲ და სულისა ურცხჳნოქმნულისაჲ, რომელსა არა ჰრცხუენინ ყოვლადვე მხილებისაგან და ჰგონებდეს, თუ შეშინებულ არს; და მერმე, ვითარცა ავაზაკთა რაჲ ბოროტი ვისთჳსმე ზრახიან და მერმე ჰნებავნ, რაჲთამცა არა განეკრძალა კაცი იგი, და ესე ქმნიან უარის-ყოფითა თჳსითა,
1 მათ. 9,6; მარკ. 2,10-11; ლუკ. 5,24.
ეგრეთვე ესენი იქმან. ხოლო თავადმან დაუტევა მხილებაჲ მათი ამას ზედაცა, რაჲთა არა უურცხჳნეს იქმნნეს, და კუალად სიტყუასა მასვე იწყო, რომელსა იტყოდა დაჴსნისათჳს შაბათისა, და შჯულისაგან დაუყოფდა პირსა.
და იხილეთ, ვითარ სიბრძნით ყო ყოველივე, ვითარმცა ეტყოდა, თუ: არა საკჳრველ არს, უკუეთუ ჩემდა ურჩ ხართ, ვინაჲთგან შჯულსაცა ურჩ ექმნებით, რომელსა ჰგონებთ, თუ ჰმორჩილობთ, და რომელსა იტყჳთ, თუ: „მოსე მოგუცა“. არარაჲ არს უკუე საკჳრველ, უკუეთუ ჩემნიცა სიტყუანი არა გრწმენან. რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, თუ: „მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა უწყით, თუ ვინაჲ არს“,1 ამისთჳს უჩუენებს, ვითარმედ მასცა შეურაცხ-ჰყოფდეს და აგინებდეს, რამეთუ შჯული მან მოგცა და არა ისმინეთო.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერთი საქმჱ ვქმენ, და ყოველთა გიკჳრს“ (7,21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳსცა სადა შეწყნარებაჲ ჯერ-იყო და მადლობაჲ მას ზედა, მაბრალებთ. რამეთუ მამისა მიერ ქმნილსა მას არა აჴსენებს, არამედ თჳსსა პირსა შორის შემოიღებს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერთი საქმჱ ვქმენო“ (7,21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰნებავს ჩუენებად, ვითარმედ არაქმნაჲ დაჴსნაჲ იყო შჯულისაჲ, და ვითარ სხუანიცა მრავალნი საქმენი არიან შჯულისა უმტკიცესნი, რამეთუ მოსეცა თავს-იდვა შეწყნარებად მცნებისა შჯულსა ზედა და უმტკიცჱსიცა შჯულისაჲ, რამეთუ შაბათსაცა წინადაცუეთაჲ უმტკიცჱს არს, რამეთუ იგი არა შჯულისაჲ არს, არამედ მამათაჲ,2 ხოლო მე წინადაცუეთისაცა უმჯობესი და უზეშთაესიცა ვქმენ. და არა აჴსენა აქა მცნებაჲ შჯულისაჲ, ვითარცა თქუა მღდელთათჳს შაბათისა შეურაცხისმყოფელთა, და აქა უმეტესითა მიზეზითა დაუყოფს პირსა. ხოლო თუ: „გიკჳრს“, ესე იგი არს, ვითარმედ: შფოთ ხართ და აღიძრვით. რამეთუ უკუეთუმცა შჯულიმცა შაბათისაჲ მტკიცედმცა ჯერ-იყო ყოფად, არამცა იყო წინადაცუეთაჲ უმტკიცჱს მისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მიიღის კაცმან შაბათსა შინა“ (7,23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარმედ მაშინ უფროჲსად დაემტკიცების შჯული, რაჟამს დაიჴსნას? ჰხედავა, რამეთუ დაჴსნაჲცა შაბათისაჲ დამარხვაჲ არს შჯულისაჲ? რამეთუ უკუეთუმცა არა დაიჴსნა შაბათი, იქმნების დაჴსნაჲ შჯულისაჲ, და ამის მიერ ჩანს, ვითარმედ მეცა სადამე დავამტკიცე იგი. და არა თქუა, თუ: მე მრისხავთ, რომელ უმეტესი წინადაცუეთისაჲ ვქმენ, არამედ საქმჱ ოდენ უთხრა და საშჯელი მისი მათა მიაგდო, რაჲთა საჯონ, თუ: არა უმჯობჱს არსა წინადაცუეთისა
1 იოან. 9,29. 2 შდრ. იოან. 7,22.
ყოვლითურთ განმრთელებაჲ? რამეთუ უკუეთუ სასწაული მიიღოს კაცმან, რომელი არასადა სარგებელ არს სიმრთელედ, ამისთჳს დაიჴსნების შჯული, ამისთჳს მრისხანე ხართა, უკუეთუ დავჰჴსენ შაბათი, რაჲთა სენისა ესევითარისაგან განთავისუფლდეს?1
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ შჯით თუალ-ღებით“ (7,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს უკუე „თუალ-ღებით“? ესე იგი არს, ნუ ამისთჳს, რომელ მოსე თქუენ მიერ დიდად პატივცემულ არს, მისგან ჰყოფთ განჩინებასა, არამედ ბუნებაჲ საქმეთაჲ იხილეთ და ესრეთ ქმენით საშჯელი იგი, რამეთუ ესე არს სიმართლით შჯაჲ. რამეთუ რაჲსათჳს არავინ იდრტჳნა მოსჱსთჳს? რაჲსათჳს არავინ ურჩ ექმნა ბრძანებასა მას შაბათისა დაჴსნისასა, მცნებისა მის მიერ გარეგან შემოსრულისა შჯულსა ზედა? არამედ მან თავს-იდვა, რაჲთა მცნებაჲ თჳსისა მის შჯულისაჲ უმეტეს-ყოს, მცნებაჲ არა შჯულისა მიერ დადებული, არამედ გარეგან, რომელ არს საკჳრველ. ხოლო თქუენ, რომელნი-ეგე არა შჯულისმდებელ ხართ, უფროჲს ზომისა უშჯით შჯულსა მცნებისა მიერ არაშჯულიერისა. ხოლო რომელ თქუა, თუ: ყოვლითურთ კაცი, გამოა-ჩინებს, ვითარმედ წინადაცუეთაჲ მცირედი რაჲმე სიმრთელჱ არს. რაჲ არს უკუე სიმრთელე იგი წინადაცუეთისაჲ? „სული კაცისაჲო, რომელმან არა მიიღოს წინადაცუეთაჲ, აღიჴოცოს“.2 ხოლო მე არა ერთითა ასოჲ-თა შებოროტებული, არამედ ყოვლით კერძო განხრწნილი აღვადგინე. ამისთჳს უკუე „ნუ შჯით თუალ-ღებით“.
სწავლაჲ მთ სიმართლისათჳს
ხოლო ესე არა მაშინდელთა მათ მიმართ ოდენ თქუმულ არს, არამედ ჩუენდა მომართცა, რაჲთა არცა ერთითა საქმითა გარდავაქცევდეთ სიმართლესა, არამედ ყოვლით კერძო სიმართლისათჳს ვისწრაფდეთ. და გინა თუ გლახაკი ვინ იყოს, გინა თუ მდიდარი, არა პირთა ვხედვიდეთ, არამედ საქმეთა, რამეთუ „არა შეიწყალო გლახაკი საშჯელსა შინა“.3 ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ მისდრკები უსამართლოებისა კერძსა, დაღაცათუ გლახაკი იყოს უსამართლო. აწ უკუეთუ გლახაკისა წყალობისათჳს სიმართლისა გარდაქცევაჲ არა ჯერარს, არა უფროჲსად მდიდრისათჳს არა ჯერ-არსა? ხოლო ამას ვიტყჳ არა მსაჯულთა მიმართ ოდენ, არამედ ყოველთა კაცთა, რაჲთა არაოდეს გარდავაქციოთ სამართალი, არამედ ყოლადვე კეთილად დავიმარხოთ
1 შდრ. იოან. 7,23. 2 შდრ. დაბ. 17,14. 3 გამ. 23,3.
იგი, რამეთუ უფალსა უყუარს სამართალი. „ხოლო რომელსა უყუარს სიცრუჱ, მას სძულს სული თჳსი“.1
აწ უკუე ნუმცა მოვიძულებთ სულთა ჩუენთა, ნუმცა შევიყუარებთ სიცრუესა. რამეთუ რაჲ არს სარგებელი სიცრუჲსაჲ? რამეთუ დაღაცათუ იყოს ჴორცთა რაჲმე სარგებელი, მცირე არს და არარა, და უკუანაჲსკნელ ბოროტად წარვწყმდეთ, და უფროჲსად აქაცა არარაჲ ვირგოთ მისგან. რამეთუ რაჟამს გონებითა ბოროტითა ვიშუებდეთ, არა საშჯელ არსა და სატანჯველ საქმჱ ესე? შევიყუაროთ უკუე სიმართლჱ და ნუმცა სადა შეურაცხ-ვჰყოფთ ამას შჯულსა. რამეთუ რაჲ შევიძინოთ ამის ცხორებისაგან, უკუეთუ სათნოებაჲ არა მოვიგოთ ამას შინა საგზლად საუკუნოჲსა მის? ანუ მუნ რაჲ გუერგოს მეგობართა და ნათესავთაგან და მომადლებაჲ ვისიმე სიცრუესა ზედა? და რად ამას ვიტყჳ? არამედ გინა თუ ნოე, ანუ იობ, ანუ დანიელ იყვნენ მამა ჩუენდა, არად გუერგების ესე, რაჟამს საქმენი ჩუენნი ბოროტ იყვნენ.2 არამედ ერთი ოდენ საქმჱ საჴმარ არს ჩუენდა - სათნოებაჲ სულისაჲ. ესე შემძლებელ არს ჴსნად ჩუენდა და განრინებად საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან და ღირს-მყვნეს ჩუენ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 ფსალმ. 10,5. 2 შდრ. ეზეკ. 14,14-20.