მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Ezekiel 34:1

1. And the word of the LORD came unto me, saying,2. Son of man, prophesy against the shepherds of Israel, prophesy, and say unto them, Thus saith the Lord GOD unto the shepherds; Woe be to the shepherds of Israel that do feed themselves! should not the shepherds feed the flocks?
Ezekiel თავი 34
1. And the word of the LORD came unto me, saying,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელ-თა არა აქუნ მწყემსი. მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ. ევედრენით უფალსა სამკლისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა. და მოუწოდა ათორმეტ-თა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდა-თა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და უძლურებათა“ (9,36-10,1).:

...10) მათთჳსვე ღაღადებს ეზეკიელ და იტყჳს: „იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა: ძეო კაცისაო, წინაჲსწარმეტყუელებდ მწყემსთა მიმართ ისრაჱლისათა და არქუ მათ: ჵ მწყემსთა მაგათ ისრაჱლისათა, ვითარ განიბნინეს ცხოარნი ჩემნი, რამეთუ არა იყო მწყემსი, და იქმნეს იგინი შესაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა“, და შემდგომი ამისი, რაჲ-იგი თქუა ყოფად მწყემსთა მათთჳს ბოროტთა, ვითარცა სცნათ, რომელთაცა აღმოიკითხოთ წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი.

ამისთჳს, იხილა რაჲ უფალმან, ვითარმედ მწყემსნი იგი საქმესა მგელ-თასა იქმოდეს და ერი იგი დამაშურალ იყვნეს სულითა და დაცჳვნებულ ბოროტთა საქმეთა შინა, შეეწყალნეს იგინი სახიერსა მას და მოწყალესა და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ“. ვითარცა-იგი იოვანეს თავსა შინა წერილ არს, ვითარმედ: „მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით“; ეგრეთვე აქა სამკალი თქუა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: არა თესვად წარგავლენ, არამედ მკად. ხოლო ამათ სიტყუათა ეტყოდა დამდაბლებისათჳს გონება-თა მათთაჲსა და რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ უმეტესი შრომაჲ გარდასრულ არს, რამეთუ უმეტეს არს შრომაჲ თესვის...

სრულად ნახვა