მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Galatians 5:1

1. Stand fast therefore in the liberty wherewith Christ hath made us free, and be not entangled again with the yoke of bondage.2. Behold, I Paul say unto you, that if ye be circumcised, Christ shall profit you nothing.
Galatians თავი 5
1. Stand fast therefore in the liberty wherewith Christ hath made us free, and be not entangled again with the yoke of bondage.
სააღდგომო ეპისტოლე 2012 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

ფოტო აღებულია საიტიდან: www.ambioni.ge

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა! მაშ, მტკიცედ იდექით თავისუფლებით, რომლითაც ქრისტემ გაგვათავისუფლა და კვლავ ნუღა დაიდგამთ მონობის უღელს (გალატ. 5.1).

ქრისტე აღდგა! სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი?! ქრისტე აღდგა! სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი?!

დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხარობენ კაცნი და ანგელოზთა დასნი; „ჩვენც შევიდეთ სახლსა უფლისასა… და ყოველნივე ვიშვებდეთ სერითა მით სარწმუნოებისათა“ (წმ. იოანე ოქროპირი)

მაინც რა არის ჩვენი ასეთი სიხარულის მიზეზი, რატომაა პასექი დღესასწაულთა დღესასწაული?!

მთელი კოსმოსის, ხილული და უხილავი სამყაროს შემომქმედი და სიცოცხლის ერთადერთი საწყისი არის ყოვლადწმიდა სამება. მასში, მასთან და მისით არსებობს ყოველი. იგია მარადიული, უცვალებელი და უძრავი. დანარჩენი ყველაფერი ცოცხალი კი ვითარდება, მოძრაობს და დაუსრულებლად მიისწრაფვის მისკენ.

ადამისა და ევას ცოდვით დაცემის გამო...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2010 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...ა ჩვენი წყლულები განკურნა, შემუსრა ჯოჯოხეთი და სიკვდილი განაქარვა, დაამხო ეშმაკის მეუფება და კვლავ მოგვანიჭა ნამდვილი თავისუფლება და სიხარული. ამასთან უფალმა დაგვიბრუნა ძველი დიდების აღდგენის შესაძლებლობაც. ამიტომაც წერს პავლე მოციქული: თავისუფლებისათვის განგვათავისუფლა ქრისტემ... ნუღარ დავიდგამთ მონობის უღელს“ ()." მაცხოვარმა არა მარტო ცოდვისა და ტყვეობისაგან იხსნა კაცობრიობა, არამედ ადამიანთა შორისაც ურთიერთობის სრულიად ახალი გაგება მოიტანა: „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ“ (), - გვასწავლის მოციქული.

საოცარია, ეს სიტყვები დაიწერა მონათმფლობელობის პერიოდში, იმ დროს, როცა ქალის უფლებები უკიდურესად შეზღუდული იყო და რასობრივი დისკრიმინაციაც მკვეთრად იყო გამოხატული.

მან ეკლესიაში სიყვარულით შეაერთა საზოგადოების არა მარტო განსხვავებული, არამედ დაპირისპირებული ფენებიც და მამა ღმერთს ასე შეავედრა: „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო ჩემდამო, და მე შენდამი“ ().

თავისი მოწაფეებიც მაცხოვარმა საზოგადოების სხვადასხვა ფენ...

სრულად ნახვა