მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Galatians 5:2

1. Stand fast therefore in the liberty wherewith Christ hath made us free, and be not entangled again with the yoke of bondage.2. Behold, I Paul say unto you, that if ye be circumcised, Christ shall profit you nothing.3. For I testify again to every man that is circumcised, that he is a debtor to do the whole law.
Galatians თავი 5
2. Behold, I Paul say unto you, that if ye be circumcised, Christ shall profit you nothing.
თავი ი̂. ვითარმედ ჩინებაჲ ჩუენი არა თანამდებ არს წინადაცუეთისა და შჯულისა ქრისტეს ვნებათა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აჰა ესერა, მე, პავლე, გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ წინა-დაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არარაჲ გარგოს (5,2).:

თარგმანი: სარწმუნომყოფელად სიტყჳსა ამის უცილობელობისა, ნაცვალად ყოვლისა თჳსი სახელი კმა-ყო, ვითარცა ღირსებით სარწმუნოდ შესწავებული ყოველთა მიერ. ხოლო ეტყჳს, ვითარმედ: რომელი წინა-დაიცუეთს, ესევითარი იგი ქრისტეს მადლსა უვარჰყოფს, რაჟამს შჯულისა მიმართ დადვას სასოებაჲ განმართლებისაჲ და განდგეს სარწმუნოებისაგან, ესევითარსა მას ყოვლად განუგდიეს თავი თჳსი ქრისტესგან.

ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...ით საქმეთა მიხედვითაც ცხადია. რადგან არც შაბათს ვინახავთ, არც წინადაცვეთა მიგვიღია, არც მათი დღესასწაულები და არც ძველთაგან სხვა რაიმე. რადგან პავლესგან მოვისმინეთ, რომელიც ამბობს: „უკუეთუ წინადაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არარაჲ გარგოს“ (), და კიდევ: „დღეთა იზმნით და თთუეთა, ჟამთა და წელთა. მეშინის მე თქუენთჳს, ნუუკუე ცუდად დავშუერ თქუენდა მიმართ“ (). აქედან ცხადია, რომ სიტყვა ახალ აღთქმას ეხება; ხოლო რომ იგი ნათესავთა შორის განიკითხავს, ამას პავლეც ამბობს: „დღესა მას, რომელსა შჯიდეს ღმერთი დაფარულსა მას კაცთასა“ (). როგორ განიკითხავს? მითხარი: ძველი აღთქმის მიხედვით? არავითარ შემთხვევაში, არამედ: „მსგავსად სახარებისა მის ჩემისა“ (). ხედავ, რომ სიტყვები განსხვავებულია, აზრები კი თანხმობაშია? ესაია ამბობს: **„შჯიდეს შორის ნათე...

სრულად ნახვა
საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სულიერი წინადაცვეთა და ნათლისღება:

...მამა გახდებოდა, ხოლო წინადაცვეთით — რომ მისი ხალხი რჩეული იქნებოდა და მისგან წარმოშობილი შთამომავლობა სხვა ხალხებისგან განცალკევებული. მაგრამ თუ მათაც, თავიანთი სიბრმავის გამო, ჯერ კიდევ სურთ ხორციელი წინადაცვეთის დაცვა და ისინი არ ისმენენ პავლეს სიტყვებს: „უკუეთუ წინადაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არარაჲ გარგოს" (), — ხომ იმისთვის გამოჩნდა უფალი, რომ ეს ყოველივე გაეუქმებინა, და იმისთვის აღასრულა მთელი სჯული, რომ მომავალი დროისთვის სჯულის დაცვა გაეუქმებინა, რის გამოც ნეტარი პავლე ასე ძახილებდა: „განქარვებულ ხართ ქრისტესგან რომელნი-ეგე შჯულითა განჰმართლდებით, მადლისა მისგან განვრდომილ ხართ" (), — ჩვენ თავის მხრივ მოვისმინოთ ნეტარი პავლე და მივიღოთ ხელითუქმნელი წინადაცვეთა. „რომლითაცა წინადაიცჳთეთ, — ამბობს, — წინადაცუეთითა მით ჴელით უქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა წინადაცუეთითა ქრისტესითა"; და შემდეგ, რომ უფრო ზუსტად გვეჩვენებინა, რაში მდგომარეობს ეს წინადაცვეთა, დაუმატებს: „მის თანა დაეფლენით ნათლის-ღებითა მით" (კოლ 2:11–12). როგორც იუდეველთა წინადაცვეთის ნიშანი სხვა ხალხებისგან განარჩევდა მათ და ღვთის რჩეულ ხალხად გამოავლენდა, ასევე ჩვენთვისაც ნათლისღე...

სრულად ნახვა