თარგმანი: ვინაჲთგან ზემო და ქუემო მიმოაქცევს სახელსა აზნაურებისასა, ამისთჳს აწ ჯეროვნად ჴუმევასა ეძიებს აზნაურებისასა და იტყჳს, ვითარმედ: არა ამისთჳს განგუათავისუფლნა ქრისტემან, რაჲთა თავისუფლებაჲ იგი მოცალება ვყოთ, და მოცალებაჲ — წარჴსნილება ცოდვისა მიმართ; რომელ-ესე არს მიზეზად ჴორცთა ჴუმევაჲ აზნაურებისაჲ; არამედ ჯერ-არს, რაჲთა უიძულებელითა და თჳთმფლობელითა ნებითა ნაცვალად მძიმისა მის შჯულისა უღლისა დავიდვათ ტკბილი იგი უღელი სიყუარულისაჲ, ნებსით მონებად ღმრთისა და მოყუასთა, რამეთუ ესე არს სიყუარული, რაჟამს არა ერთიერთისა მთავარ განლაღებულ, არამედ ერთიერთისა მონა ვიყვნეთ, შჯულისათჳს სიყუარულისა.
Galatians 5:13
საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ყველა ერთულ შვილს:
ყოვლადუსამღვდელოესნო მწყემსმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ქრისტესმიერ საყვარელნო ჩვენო ძმანო და დანო, „მარადის ხარობდეთ, ყოველთვის ილოცეთ, მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის“ (I თესალონიკ. 5,16-18), რათა უფალი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენს შორის. მაშ, „იხარებდეთ, მართალნო, უფლისა მიერ“ ()
ქრისტე აღდგა!
კონსტანტინეპოლის პატრიარქი, წმინდა პროკლე, თავის სააღდგომო სიტყვაში ამბობს: „ჯვარს აქამდე წყევლისაგან არასდროს გამოუხსნია უფლის ქმნილება; კაცობრიობის გადარჩენის საფასურად არასოდეს მიუჩნევიათ 30 ვერცხლი; უცოდველისა და უდანაშაულოს ტანჯვა არასდროს ყოფილა მიზეზი ადამის მოდგმის ბრალთა გამოსყიდვისა, საფლავს არასოდეს მიუღია სიკვდილის დამთრგუნველი... მაგრამ რას ვამბობ? ეს იყო არა საფლავი, არამედ სასახლე ქორწინებისა“.
ეკლესია გვასწავლის, რომ, როგორც ჯვარცმული მაცხოვარი აღდგა მკვდრეთით განახლებული, გაბრწყინებული სხეულით, ასევე ყოველი მოწრმუნის სხეულიც უკანასკნელ ჟამს ფერნაცვალი აღდგება საფლავიდან, რათა...
...1 კორ. 6:12).
იგივე მოციქული სხვაგან ბრძანებს: „ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ ()
ამ სიტყვებით კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა.
ჩვენს საზოგადოებაში კი ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს.
ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან.
სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე;
წმ. პატრიარქი ამბროსი ხელაია მოგვიწოდებს: „თუ დავუდებთ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივ სწავლას და მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელებას, მაშინ და მხოლოდ მაშინ, შ...