მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Galatians 6:13

12. As many as desire to make a fair shew in the flesh, they constrain you to be circumcised; only lest they should suffer persecution for the cross of Christ.13. For neither they themselves who are circumcised keep the law; but desire to have you circumcised, that they may glory in your flesh.14. But God forbid that I should glory, save in the cross of our Lord Jesus Christ, by whom the world is crucified unto me, and I unto the world.
Galatians თავი 6
13. For neither they themselves who are circumcised keep the law; but desire to have you circumcised, that they may glory in your flesh.
თავი ი̂ბ. გარე-მიქცევაჲ წინადაცუეთისა მაწუეველთაჲ და სწავლაჲ ახლისა ცხორებისა სულიერისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთა-იგი ჰნებავს პირშუენიერებაჲ ჴორცითა, იგინი გაიძულებენ თქუენ წინადაცუეთად, გარნა ხოლო რაჲთა ჯუარსა ქრისტესსა არა შეუდგენ, რამეთუ არცაღა თჳთ წინადაცუეთილნი იგი შჯულსა იმარხვენ, არამედ ჰნებავს თქუენი წინადაცუეთაჲ, რაჲთა თქუენითა მით ჴორცითა იქადოდიან (6,12-13).:

თარგმანი: ესე არს პირშუენიერებაჲ ჴორცითა, რაჟამს კაცი არა სულისათჳს და ღმრთისა, არამედ ჴორციელთა კაცთა საჩუენებელად განიშუენებდეს პირსა ოდენ გარეშე, და არა გულსაცა შინაგან. რამეთუ კაცი პირსა ხედავს, ხოლო ღმერთი — გულსა. ამით უკუე ესევითარითა სახითა ჰურიაობისაგან მოქცეულნი იგი ვინაჲთგან იყუედრებოდეს ჰურიათა მიერ, ვითარცა მამულთა შჯულთა დამტევებელნი, ამისდა საკურნებელად აიძულებდეს წარმართთაგანთა მორწმუნეთა წინადაცუეთად, რაჲთა სათნო-ეყვნენ ჰურიათა, ვითარცა სხუათა შორის ქადაგნი წინადაცუეთისანი, და არად ზრუნვიდეს ქრისტეს ჯუარისა წინააღმდგომობასა, ოდენ რაჲთმე აქუნდეს მიზეზად თჳსისა ყუედრებისა დაჴსნისა, სიქადული იგი სხჳსა ჴორცთა წინადაცუეთისაჲ; არცა კუალად ჰურიათა შჯულსა იმარხვიდეს, ერთგზის მისგან განყენებულნი, არამედ ცუდადმზუაობრობით ენება, რაჲთა მოწფად ჰყვენ თჳსისა მის ცრუმოძღურობისა ერნი წარმართთანი.

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სიყვარული და რჯულის მიზანი ქრისტეში:

...ა: „ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ“ (); და კვლავ მოციქული: „რამეთუ არცაღა თჳთ იგი წინადაცუეთილნი შჯულსა იმარხვენ, არამედ ჰნებავს თქუენი წინადაცუეთაჲ, რაჲთა თქუენითა მით ჴორცითა იქადოდიან“ (). ამბობს, რომ ღირსებას ესწრაფვიან; ამიტომ ჭეშმარიტებისკენ არ იყურებიან. ამბობს: „და არა იცოდეს, არცა რასა-იგი იტყჳან, არცა ვიეთთჳს დაამტკიცებენ“ (). აქ იგი ამხელს მათ, რომ არ იციან რჯულის მიზანი და არც ის, რომელ დრომდე უნდა ჰქონოდა რჯულს ბატონობა.

მაშ როგორ უწოდებ ამას ცოდვას, თუ უმეცრებით არის? იმიტომ, რომ ეს მათ მხოლოდ რჯულისმოძღვრებად ყოფნის სურვილის გამო კი არ დაემართათ, არამედ იმის გამოც, რომ სიყვარული არ ჰქონდათ; გარდა ამისა, თვით უმეცრებაც სწორედ ამათგან იშვა. რადგან, როცა სული ხორციელ საქმეებს მიეცემა, მისი მხედველობითი უნარი ბრმავდება; ხოლო სიყ...

სრულად ნახვა