📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: აწ იხილეთ, რავდენი წიგნები მივწერე თქუენდა ჴელითა ჩემითა (6,11).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: იხილეთ, რაბამითა წერილითა მივწერე თქუენდა ჴელითა ჩემითა; რამეთუ სხუანი ებისტოლენი თჳთ გარდაცემით და სხჳსა ჴელითა, ხოლო ესე ებისტოლე ყოველი სრულიად თჳსითა ჴელითა მიწერა, რაჲთა უმტკიცეს ყოს დაჴსნაჲ იჭჳსაჲ, ვითარმედ არა ქადაგებს იგი წინადაცუეთასა ცილისწამებისაებრ წინააღმდგომთაჲსა, ხოლო რაბამობასა წერილისასა არათუ სიმრავლისათჳს იტყჳს სიტყუათაჲსა, არამედ, ვითარ-ესე მე ვჰგონებ, ესრეთ დაამტკიცებს, ვითარმედ: დაღაცათუ არა უწყოდე შუენიერად და წარმართებულად წერაჲ, არამედ გულსმოდგინებითა გონებისაჲთა დავაშრვე თავი ჩემი წერასა ამას შინა უშუერისა და არა წარმართებულისა ნაწერისასა, რაჲთა ჴელითა ჩემითა დაწერაჲ ყოვლისა ამის ებისტოლისაჲ უცილობელ საწამებელ იყოს, ვითარმედ: დამჴსნელი ვარ ჰურიაობისაჲ და ქადაგი ქრისტიანობისაჲ.
მოციქულისაჲ: რომელთა-იგი ჰნებავს პირშუენიერებაჲ ჴორცითა, იგინი გაიძულებენ თქუენ წინადაცუეთად, გარნა ხოლო რაჲთა ჯუარსა ქრისტესსა არა შეუდგენ, რამეთუ არცაღა თჳთ წინადაცუეთილნი იგი შჯულსა იმარხვენ, არამედ ჰნებავს თქუენი წინადაცუეთაჲ, რაჲთა თქუენითა მით ჴორცითა იქადოდიან (6,12-13).
თარგმანი: ესე არს პირშუენიერებაჲ ჴორცითა, რაჟამს კაცი არა სულისათჳს და ღმრთისა, არამედ ჴორციელთა კაცთა საჩუენებელად განიშუენებდეს პირსა ოდენ გარეშე, და არა გულსაცა შინაგან. რამეთუ კაცი პირსა ხედავს, ხოლო ღმერთი — გულსა. ამით უკუე ესევითარითა სახითა ჰურიაობისაგან მოქცეულნი იგი ვინაჲთგან იყუედრებოდეს ჰურიათა მიერ, ვითარცა მამულთა შჯულთა დამტევებელნი, ამისდა საკურნებელად აიძულებდეს წარმართთაგანთა მორწმუნეთა წინადაცუეთად, რაჲთა სათნო-ეყვნენ ჰურიათა, ვითარცა სხუათა შორის ქადაგნი წინადაცუეთისანი, და არად ზრუნვიდეს ქრისტეს ჯუარისა წინააღმდგომობასა, ოდენ რაჲთმე აქუნდეს მიზეზად თჳსისა ყუედრებისა დაჴსნისა, სიქადული იგი სხჳსა ჴორცთა წინადაცუეთისაჲ; არცა კუალად ჰურიათა შჯულსა იმარხვიდეს, ერთგზის მისგან განყენებულნი, არამედ ცუდადმზუაობრობით ენება, რაჲთა მოწფად ჰყვენ თჳსისა მის ცრუმოძღურობისა ერნი წარმართთანი.
მოციქულისაჲ: ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა (6,14).
თარგმანი: რომელი-ესე წარმართთა სისულელედ შეურაცხიეს, ესე პავლეს გამოურჩევიეს მხოლოდ ყოველთაგან სიქადულთა სოფლისათა, რამეთუ, რაჲმცა იყო, — იტყჳს, — ამისსა უმაღლესი და უდიდებულესი, უკუეთუ ბუნებით ღმერთმან და მეუფემან ჩემ მონისა უმადლოჲსათჳს არა სირცხჳლ იჩინა შემოსად ხატი მონისა უმადლოჲსა და განმარისხებელისაჲ, რომლითა ივნო ჩემთჳს. ამისთჳს, რომელი-იგი მან არა სირცხჳლ იჩინა თავს-დებად ჩემთჳს, მე ვითარ რაჲ შევჰრაცხო სიქადულად ჩემდა, თჳნიერ ჯუარცუმაჲ მისი, რომლითა ვცხოვნდი?
მოციქულისაჲ: რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარცუმულ არს, და მე — სოფლისა (6,14).
თარგმანი: ჴსენებითა ქრისტეს ვნებათაჲთა თანამდებ არს ყოველი ქრისტიანე ამასვე მოციქულისა ჴმასა ჴმობად, ვითარმედ: "მე სოფლისა ჯუარცუმულ ვარ, და სოფელი — ჩემდა". აჰა ესერა მრჩობლნი ჯუარცუმანი გჳჩუენნა, რამეთუ ჩემდამო ჯუარცუმაჲ ესე არს, რაჟამს განშორებითა მისგან უჴმარ და მკუდარ იყოს ჩემდა სოფელი. ხოლო ჩემი მისა მიმართ ჯუარცუმაჲ ესე არს, რაჟამს არა ხოლო ჴორცითა, არამედ გონებითაცა განყენებულ ვიყო, არა ხოლო სოფლისა საქმეთა, არამედ გულისთქუმათაგანცა მისთა. ეჰა ჴმაჲ სანატრელი და მომატყუებელი ზეცათა სასუფევლისაჲ!
მოციქულისაჲ: რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელობაჲ, არამედ ახალი დაბადებული (6,15).
თარგმანი: კუალად მასვე ზემო თქუმულსა სიტყუასა იტყჳს, ვითარმედ არაჲ მეტობაჲ არს ჰურიათაგანობაჲ, არცა წარმართთაგანობაჲ, არამედ ესე ოდენ საძიებელ არს, რაჲთა დაძუელებულებაჲ იგი ცოდვათა-მიერი, ახალდაბადებულ იქმნეს ქრისტეს მიერ, საბანელითა წმიდისა ემბაზისაჲთა, რომელსა შინა ძუელი კაცი ჩუენი დაეფლვის ქრისტეს თანა და განახლებული აღმოვალს მიერ. და კუალად, ახალდაბადებულ არს, რაჟამს ჩუენ ძლით ჩუენ თანა განხრწნილი სოფელი კუალად ჩუენ თანავე ახლად მეორედ დაიბადოს ქრისტეს მიერ, განახლებითა საუკუნოჲთა და კუალად განუხრწნელითა.
მოციქულისაჲ: და რავდენნი წესსა ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ და ისრაჱლსა ზედა ღმრთისასა (6,16).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომელნი ქრისტიანობასა ზედა შეურყეველად ეგნენ, და არღარა დააძუელონ ცოდვისა მიერ განახლებულებაჲ ესე ქრისტეს მიერი, არცა მის მიერ განთავისუფლებულნი კუალად შჯულსა მას ჰურიათასა დაემონნენ, ესევითართა მიეცემის მშჳდობაჲ იგი, რომლითა დამაგნა ღმერთმან თავსა თჳსსა, და წყალობაჲ, რომლითა მოგჳტევნა ცოდვანი ჩუენნი, რამეთუ სახელი ისრაჱლისაჲ მათ განეკუთნვის, რომელნი ახალდაბადებულ იყვნენ და სამართლად ეწოდების "ერ, მხედველ ღმრთისა". ხოლო ამისგან დაკლებულნი, დაღაცათუ იაკობისგანნი იყვნენ, არამედ განჴუებულვე არიან ისრაიტელობისაგან და თჳსებისაგანცა იაკობისსა.
მოციქულისაჲ: ამიერითგან შრომასა ნუვინ შემამთხუევნ მე, რამეთუ მე საწერტელნი იგი უფლისა იესუჲსნი ჴორცთა შინა ჩემთა მიტჳრთვან (6,17).
თარგმანი: არათუ მოწყინებით გარემიაქცევს შრომათა, რომელმან-იგი ქრისტესთჳს უფროჲს ყოველთა მოციქულთასა აღირჩია დაშრომაჲ, არამედ მოწაფეთა თჳსთა ასწავებს, ვითარმედ შჯულთა, ჩემ მიერ თქუენდა ქადაგებულისა სახარებისათა, არცაღა შემატებად თავს-ვიდებ, არცა მოკლებად, რამეთუ მე სხუაჲ რაჲმე ნამეტავად და უჴმრად შრომად შემირაცხიეს, გარეშე ამათსა, რომელ არიან ჭირნი და ღუაწლნი და წყლულებანი, რომელნი შემემთხუევიან დღითი-დღე სახარებისათჳს ქრისტესისა, რომელნი-იგი მიგუმერენ ვითარცა კიცუსა, მალე-მორბედ ყოფად ქადაგებასა შინა, და რომელთა არა ხოლო მოთმინებით თავს-ვისხამ, არამედ სურვილით და წადიერებით მიტჳრთვან და მიმომაქუან, განცხადებულად აღსანიშნველად მჴედრობისა ამის ჩემისა, ვითარმედ თავსმდებელ ვარ წყლულებათა, და ვიდრე სისხლთამდე არა კაცთმოთნე ვარ; რამეთუ კაცთაღა-თუ-მცა სათნო-ვეყოფვოდე მიმოცვალებითა ქადაგებისაჲთა, რაჲსაღამცა ვიტანჯებოდე, ვითარცა მონაჲ ქრისტესი?
მოციქულისაჲ: მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა, ძმანო. ამენ (6,18).
თარგმანი: ლოცვასა თანა მოძღურებითა განჰზავებს, რამეთუ მოაჴსენებს მათ მადლით გამოჴსნასა ქრისტეს მიერ, რაჲთა მის მიერ გამოჴსნილნი არცა ერთსაღა ვის სხუასა დაემონებოდინ განმდრეკელთაგანსა, რომელი-ესე ყოველთავე უჴმს დაცვად, რაჲთა არავინ ქრისტიანეთაგანი განჰყოფდეს თავსა თჳსსა ძმობისაგან მათისა, რომელთა არაოდეს განყვნეს თავნი მათნი მონებად ღმრთისა და მამონაჲსა, არამედ ყოვლითურთ სრულებით შედგომითა ღმრთისაჲთა მოიგეს თავთა შინა მათთა მკჳდრობაჲ მისი, რაჟამს განუმზადეს, სამთავროჲ გონებისა მათისაჲ სულსა წმიდასა, რომელი მიენიჭა მათ მადლითა ქრისტესითა, რომლისა განუშორებელ ყოფაჲ მეყავნ ჩუენცა აწ და ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე. ამენ.