მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Galatians 6:15

14. But God forbid that I should glory, save in the cross of our Lord Jesus Christ, by whom the world is crucified unto me, and I unto the world.15. For in Christ Jesus neither circumcision availeth any thing, nor uncircumcision, but a new creature.16. And as many as walk according to this rule, peace be on them, and mercy, and upon the Israel of God.
Galatians თავი 6
15. For in Christ Jesus neither circumcision availeth any thing, nor uncircumcision, but a new creature.
თავი ი̂ბ. გარე-მიქცევაჲ წინადაცუეთისა მაწუეველთაჲ და სწავლაჲ ახლისა ცხორებისა სულიერისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელობაჲ, არამედ ახალი დაბადებული (6,15).:

თარგმანი: კუალად მასვე ზემო თქუმულსა სიტყუასა იტყჳს, ვითარმედ არაჲ მეტობაჲ არს ჰურიათაგანობაჲ, არცა წარმართთაგანობაჲ, არამედ ესე ოდენ საძიებელ არს, რაჲთა დაძუელებულებაჲ იგი ცოდვათა-მიერი, ახალდაბადებულ იქმნეს ქრისტეს მიერ, საბანელითა წმიდისა ემბაზისაჲთა, რომელსა შინა ძუელი კაცი ჩუენი დაეფლვის ქრისტეს თანა და განახლებული აღმოვალს მიერ. და კუალად, ახალდაბადებულ არს, რაჟამს ჩუენ ძლით ჩუენ თანა განხრწნილი სოფელი კუალად ჩუენ თანავე ახლად მეორედ დაიბადოს ქრისტეს მიერ, განახლებითა საუკუნოჲთა და კუალად განუხრწნელითა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის