მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 1:4

3. And God said, Let there be light: and there was light.4. And God saw the light, that it was good: and God divided the light from the darkness.5. And God called the light Day, and the darkness he called Night. And the evening and the morning were the first day.
Genesis თავი 1
4. And God saw the light, that it was good: and God divided the light from the darkness.
საუბარი 3. გაგრძელება სიტყვებზე: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", სიტყვებამდე: „და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი" (დაბ 1:1-5)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის შემწყნარებლობა და პირველი დღე (1:4-5):

მაშ, დიდი მადლიერებით მივიღოთ საღვთო წერილის სწავლებანი, ნუ აღვუდგებით ჭეშმარიტებას წინ და ნუ დავრჩებით წყვდიადში, არამედ ვისწრაფოთ ნათლისკენ და ვაქმნიოთ ნათლისა და დღის ღირსი საქმენი, როგორც პავლეც მოუწოდებს და ამბობს: „და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით", და „განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი" (რომ 13:12–13). „და უწოდა, — ამბობს (წერილი), — ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე". მაგრამ ჩვენ თითქმის გამოვტოვეთ რაღაც; უნდა დავბრუნდეთ უკან. სიტყვების შემდეგ: „იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი", დამატებულია: „და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ". შეხედე, საყვარელო, რა შემწყნარებლობაა აქაც სიტყვისა. ნუთუ ნათლის გამოჩენამდე ღმერთმა არ იცოდა, რომ ის კეთილია, და მხოლოდ მისი გამოჩენის შემდეგ მის ხილვამ აჩვენა შემოქმედს შექმნილის სილამაზე? ვინ გონიერ ადამიანს შეუძლია ეს თქვას? თუკი ხელოვნების ოსტატი ადამიანიც, სანამ თავის ნაწარმოებს დაამთავრებდეს, სანამ დაამუშავებდეს, იცის მისი დანიშნულება, რისთვისაც ეს ნაწარმოები ვარგისია, მით უმეტეს ყოვლისა შემოქმედმა, რომელმაც სიტყვით ყოველივე არარსებულიდან არსებობაში...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის