მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 10:25

24. And Arphaxad begat Salah; and Salah begat Eber.25. And unto Eber were born two sons: the name of one was Peleg; for in his days was the earth divided; and his brother's name was Joktan.26. And Joktan begat Almodad, and Sheleph, and Hazarmaveth, and Jerah,
Genesis თავი 10
25. And unto Eber were born two sons: the name of one was Peleg; for in his days was the earth divided; and his brother's name was Joktan.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. დიდი კვირა და ერთი ენის საიდუმლო (11:1-2):

...ა დაიწყო და ამბობს: „და სემისსა იშუნეს მის-და-ცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა" (). შემდეგ, სახელების ჩამოთვლის შემდეგ, ამბობს: „და ებერისსა იშვნეს ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფალეკ, რამეთუ დღეთა მისთა განინაწილა ქუეყანა" (). შეხედე, როგორ აცნობა წერილმა ამ ძის სახელითვე მალე მომხდარი სასწაულის შესახებ, რათა შენ, როცა თავად მოვლენას იხილავ, აღარ გაგეკვირვებინა, რადგან უკვე იცოდი, რომ ეს ძის სახელით წინასწარ უწყებული იყო. ხოლო ამ ებერის შვილთაგან შემდეგ შობილთა ჩამოთვლის შემდეგ, ამბობს: „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა" (), — აქ მიწას კი არ გულისხმობს, არამედ ადამიანთა მოდგმას, რათა გვასწავლოს, რომ მთელ კაცობრიობას ერთი ენა ჰქონდა. „და იყო, — ამბობს, — ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა". „ერთი ბაგის" ქვეშ მეტყველება იგულისხმება, იგივეს ნიშნავს „ჴმაც": ეს იგივეა, თითქოს ეთქვა, რომ ყველა ადამიანი ერთი და იგივე ბგერებით (სიტყვებით) და ერთი ენით ლაპარაკობდა. ხოლო, რომ სწორედ მეტყველებაზეა ნათქვამი: „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ", ისმინე, როგორ ამბობს წერ...

სრულად ნახვა