ამის შემდეგ შეხედე, რა სიმშვიდით ელაპარაკება მეფე უცხოტომელს, ხელისუფალი — იმ უსახლკარო მწირს, რომელმაც ცოლის წართმევაც კი გაბედა. და კარგადაა ნათქვამი, რომ „განცადა ფარაოჲ და სახლი მისი სარრასთჳს, ცოლისა აბრაამისისა". სასჯელი ფარაონს შეაგნებინებს, რომ ეს მართლის ცოლი იყო, და მართლაც, თუმცა ის ფარაონის სახლში იყო შეყვანილი, მაგრამ მართლის ცოლად დარჩა. „და მოუწოდა, — ნათქვამია, — ფარაო აბრაამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ მე" ()? შეხედე, რა სიტყვებს წარმოთქვამს მეფე: „რაჲ ესე მიყავ მე", — ამბობს. მე შენ დაგიშავე, მე — უცხოტომელმა, უცნობმა, შიმშილით აქ მოყვანილმა, შენ — მეფეს, ხელისუფალს, ეგვიპტის მმართველს? რა დაგიშავე? შენ წამმართვი ცოლი, როგორც უცხოტომელს, შენ შეურაცხმყავი, უპატივმცემლობა გამომიხატე, არარად ჩამაგდე; შენ მთლიანად ვნებას მიეცი და შენი სურვილის აღსრულება მოინდომე. მაშ, რა დაგიშავე? დიდი, ამბობს მეფე, და საშინელი ბოროტება დამიშავე. შეხედე, რა ცვლილება: მეფე უბრალო ადამიანს ეუბნება: „რაჲ ესე მიყავ მე?" შენ, ამბობს, ღმერთი ააღელვე ჩემს წინააღმდეგ, მისი რისხვის...
Genesis 12:18
17. And the LORD plagued Pharaoh and his house with great plagues because of Sarai Abram's wife.18. And Pharaoh called Abram, and said, What is this that thou hast done unto me? why didst thou not tell me that she was thy wife?19. Why saidst thou, She is my sister? so I might have taken her to me to wife: now therefore behold thy wife, take her, and go thy way.
Genesis თავი 12