ორ რამეს სურს ასწავლოს სოდომის მეფეს: ერთი, რომ მისი ძღვენი მისთვის უმნიშვნელოა, რითაც დიდ სიბრძნისმოყვარეობას გამოავლენს, და მეორე, რომ სურს ღვთისმოსაობაში მოძღვარი გაუხდეს, და თითქოს ასე ასწავლის: არაფერს ავიღებ შენგან და შენვე მოგიხმობ მოწმედ იმას, ვინც ყველაფერი შექმნა, რათა შეიცნო ყველაფრის ზემდგომი ღმერთი და არ მიიჩნიო ღმერთებად ადამიანთა ხელით ნაკეთები. ის არის ცისა და მიწის შემოქმედი, მან მიანიჭა წარმატება ამ ბრძოლასაც და თავად არის ამ გამარჯვების მიზეზი. მაშ, ნუ ელოდები, რომ შენი ძღვენიდან რამე ავიღო: მე შურისძიება არა ჯილდოსთვის ავირჩიე, არამედ უპირველეს ყოვლისა ძმისწულისადმი სიყვარულით, ხოლო შემდეგ სამართლიანობის მოვალეობით, რომელიც ავალდებულებს, რომ უსამართლოდ ტყვეში ჩაგდებულნი მტერთა ხელიდან გამოიხსნა. „უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა, — ამბობს, — მოვიღო ყოველთაგან შენთა", ანუ არაფერს, ყველაზე მცირესაც და ყველაზე უმნიშვნელოსაც, რადგან ტერფით ჩვეულებისამებრ ფეხსაცმლის ტყავის ვიწრო ზედა ნაწილს უწოდებენ, რომელსაც უხეში ხალხები იყენებენ. შემდეგ მიზეზსაც წარმოაჩენს, რატომ უარობს: „რათა არა სთქუა, — ამბობს, —...
Genesis 14:24
23. That I will not take from a thread even to a shoelatchet, and that I will not take any thing that is thine, lest thou shouldest say, I have made Abram rich:24. Save only that which the young men have eaten, and the portion of the men which went with me, Aner, Eshcol, and Mamre; let them take their portion.
Genesis თავი 14