მაგრამ დროა, თავად დღევანდელი საკითხავი შემოგთავაზოთ. ის თითქმის არც საჭიროებს ახსნას — საკმარისია მხოლოდ წაიკითხო, რომ მართლის სათნოების სიმაღლე გამოჩნდეს. „ხოლო იქმნა, — ამბობს წერილი, — მეფობასა არმაფალისასა მეფისა სენარისასა, არიოქ, მეფემან სალასარისამან, და ქოდოლ, გომორის მეფემან, ელამისმან და თარგალ მეფემან წარმართთამან. ყვეს ბრძოლაჲ ვარლას თანა, მეფისა სოდომთასა, და ვარსას თანა, მეფისა გომორისა, და სენნარისა, მეფისა ადამისა, და სჳმოვორის, მეფისა სებომისა, და მეფისა ვალასა: ესე არს სეგორი. ესე ყოველნი შეითქუნეს ჴევსა მარილოვანსა, რომელ არს ზღუაჲ მარილთა" (). შეხედე წერილის ზედმიწევნითობას, რა სიზუსტით ახსენა მეფეთა და ხალხთა სახელები: ეს უმიზეზოდ არ გაუკეთებია, არამედ იმისთვის, რომ თავად სახელებიდან გაგეცნო მათი ბარბაროსული თვისებები. ისინი, ამბობს წერილი, „ყვეს ბრძოლაჲ" სოდომის მეფესთან და სხვა მეფეებთან. შემდეგ აჩვენებს თავად მიზეზსაც, რის გამოც ომი დაიწყო. „ათორმეტ წელს, — ამბობს, — ჰმონებდეს ქოდოლგომორს", ელამის მეფეს; „ხოლო მეათცამეტესა წელსა მოვიდა ქოდოლოგომორ...
Genesis 14:4
3. All these were joined together in the vale of Siddim, which is the salt sea.4. Twelve years they served Chedorlaomer, and in the thirteenth year they rebelled.5. And in the fourteenth year came Chedorlaomer, and the kings that were with him, and smote the Rephaims in Ashteroth Karnaim, and the Zuzims in Ham, and the Emims in Shaveh Kiriathaim,
Genesis თავი 14