მაგრამ შეხედე კვლავ, როგორც მამამთავარი, ამგვარი სიტყვებით (უფლისა) გამხნევებული, კიდევ უფრო მეტ დამადასტურებელ ნიშანს მოითხოვს. „მეუფეო უფალო, — ამბობს, — რაჲთა ვცნა, ვითარმედ დავიმკჳდრო იგი" ()? თუმცა საღვთო წერილმა წინასწარ უკვე დაამოწმა მის (აბრაამის) შესახებ, რომ ირწმუნა ღვთის სიტყვები, რის გამოც სიმართლედ შეერაცხა, მაგრამ, როცა (აბრაამმა) მოისმინა სიტყვები: „მე იმისთვის გამოგიყვანე ქალდეის მიწიდან, რომ ეს მიწა სამკვიდრებლად მოგეცი", — ამბობს: შენს სიტყვებს არ შემიძლია არ ვენდო, მაგრამ ამავე დროს მსურს იმის ცოდნაც, თუ რა გზით დავიმკვიდრებ მას. აი, მე თავადაც უკვე სიბერეს მივაღწიე და დღემდე ამ მიწას მწირივით ვივლი, ხოლო წინ რა იქნება, ადამიანური გონებით ვერ ვწვდები. მაშ, ამბობს, მე თავიდანვე ვირწმუნე ნათქვამი სიტყვები, რადგან შენ გითქვამს, ხოლო შენ შეგიძლია არარსებულიდანაც არსებულში მოიყვანო, ყველაფერს ქმნი და გარდაქმნი, თუმცა, ამის შესახებ გეკითხები, ვკითხულობ არა ურწმუნოებით; რადგან შენ კვლავ ახსენე სამკვიდრო, მსურს, რაიმე უფრო ხელშესახები და ნათელი სასწაული მივიღო, რომელიც ჩემს...
Genesis 15:8
7. And he said unto him, I am the LORD that brought thee out of Ur of the Chaldees, to give thee this land to inherit it.8. And he said, Lord GOD, whereby shall I know that I shall inherit it?9. And he said unto him, Take me an heifer of three years old, and a she goat of three years old, and a ram of three years old, and a turtledove, and a young pigeon.
Genesis თავი 15