ხედავ, როგორ მიმართავს სხვადასხვა საშუალებას, რომ მგზავრები დაარწმუნოს და თავისთან მიიზიდოს: თაყვანისცემასაც, სიტყვებსაცა და ყველა ხერხს. ჯერ, ნათქვამია, თაყვანი სცა; შემდეგ უფლებს უწოდა, ხოლო თავის თავს — მონას; მერე თქვა, როგორი მოწვევა ეკუთვნოდათ, თავმდაბლად საუბრობდა ამაზე და აჩვენებდა, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ იქნებოდა. მე შემიძლია, ამბობს, ფეხის დასაბანად უბრალო წყალი მოგართვათ, პური და მუხის ჩრდილი. ნუ უგულებელყოფთ ჩემს კარავს, ნუ მოიძაგებთ ჩემს სიბერეს, ნუ უარყოფთ ჩემს თხოვნას. ვიცი, რა ღვაწლი აიტანეთ, წარმოვიდგენ სიცხის ალს; ამიტომ მსურს ცოტათი დაისვენოთ. რომელმა გულმოწყალე მამამ გამოიჩინა ასეთი მოშურნეობა თავისი შვილებისადმი, რა მოშურნეობაც მამამთავარმა გამოავლინა უცნობი, უცხო, მანამდე სრულებით ნაუცნობი ადამიანებისადმი? მაგრამ, რადგან დიდი მოშურნეობითა და დაჟინებით მიმართა, ნადავლიც მიიღო, ნანადირევი თავის მახეებში ჩაიგდო. „და ჰრქუა: ეგრე ყავ, ვითარცა სთქუ" (). გაცოცხლდა მოხუცი; საუნჯე, ამბობს, ჩემს ხელშია; სიმდიდრე მივიღე; ახლა ჩემს სიბერესაც დავივიწყებ. და შეხედე, რა...
Genesis 18:7
6. And Abraham hastened into the tent unto Sarah, and said, Make ready quickly three measures of fine meal, knead it, and make cakes upon the hearth.7. And Abraham ran unto the herd, and fetcht a calf tender and good, and gave it unto a young man; and he hasted to dress it.8. And he took butter, and milk, and the calf which he had dressed, and set it before them; and he stood by them under the tree, and they did eat.
Genesis თავი 18