გუშინდელმა საუბარმა სამარიელი დედაკაცის შესახებ საკმარისად გვიჩვენა უფლის გამოუთქმელი სულგრძელობაც, მისი განსაკუთრებული მზრუნველობა მის მიმართ და ქალის მადლიერებაც. თქვენ ნახეთ, როგორ მოვიდა ის გრძნობადი წყლის ამოსახაპად და სულიერი წყაროს საღვთო ნაკადებით დარწყულდა, და ასე დაბრუნდა სახლში, თავის თავზე აღასრულა რა უფლის სიტყვა: „ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ" (). ამ საღვთო და სულიერი წყაროთი აღვსილმა მან ნაკადები თავის თავში ვერ შეიკავა, არამედ თავისი სიჭარბიდან, ასე ვთქვათ, მისთვის მინიჭებული ნიჭის მადლი ქალაქის მცხოვრებლებზეც გადმოადინა; და ქალი, სამარიელი, უცხოტომელი, უეცრად მქადაგებლად იქცა. თქვენ ნახეთ, რა მნიშვნელოვანია სულიერი მადლიერება, ნახეთ უფლის კაცთმოყვარეობაც: როგორ არავის არ უგულებელყოფს, არამედ, თუნდაც ქალში, თუნდაც ღარიბ ადამიანში, ვინმეში კი ფხიზელ და მხურვალე სულს აღმოაჩენს, მაშინვე უბოძებს მას თავის მადლს. ამიტომ...
Genesis 19:27
26. But his wife looked back from behind him, and she became a pillar of salt.27. And Abraham gat up early in the morning to the place where he stood before the LORD:28. And he looked toward Sodom and Gomorrah, and toward all the land of the plain, and beheld, and, lo, the smoke of the country went up as the smoke of a furnace.
Genesis თავი 19