ასეთია ღვთის საქმეები! ღმერთი არა მხოლოდ მწუხარებისგან იხსნის მათ, ვინც მოვლინებულ გამოცდებს დიდსულოვნად ცდილობს გაუძლოს, არამედ თავად მწუხარებაში ისეთ ნუგეშს აძლევს, რომ ჩვენ მათ სრულიად ვივიწყებთ და უხვ სიკეთეს ვიღებთ. შეხედე შემდეგ, რა სამსახურს უწევს მეფე მართალს. მან არა მხოლოდ მდიდარი ძღვენით პატივი მიაგო მართალს, არამედ ნებართვაც მისცა თავის მიწაზე ეცხოვრა: „აჰა ესერა, — ამბობს, — ქუეყანა ესე წინაშე შენსა არს, სადაცა გთნავს, დაეშენე" (). როცა მეფე დარწმუნდა, რომ სიცოცხლე მართლის გულისთვის და მისი ლოცვებით ებოძა, უცხოელს, მწირსა და მანამდე სრულიად უცნობ ადამიანს ისე ემსახურება, როგორც თავის ქველმოქმედსა და მფარველს. „ხოლო სარრას, — ამბობს წერილი, — ჰრქუა: აჰა ეგერა, მივეც ათასი სასწორ ძმასა შენსა" (). შეხედე, მართლისგან შეგონება მიუღია და მისი სიტყვები დაუჯერებია, თავადაც ძმას უწოდებს მას. რაც, ამბობს, შენს ძმას მივეცი, „გეყავნ შენ პატივ პირისა შენისა... და ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი".
რას ნიშნავს: „პატივ პირისა შენისა......