ყველაფერი, რასაც ახლა სარრა გეუბნება ისმაელისა და აგარის შესახებ, მიიღე და დაუჯერე მის სიტყვებს, ამბობს ღმერთი. ნუ შეურაცხყოფ იმას, ვინც მთელი თანაცხოვრების განმავლობაში ასეთ დიდ სიყვარულს იჩენდა შენ მიმართ, ვინც არა ერთხელ, არამედ ორჯერ, შენი სიკვდილისგან გადასარჩენად, საკუთარ თავს სწირავდა შენი გადასარჩენად და შენთვის ასეთი დიდი დიდების მიზეზი გახდა: ჯერ ერთი, იმის გამო, რომ ეგვიპტიდან ასეთი სიმდიდრით გამოხვედი; შემდეგ კი იმისა, რომ აბიმელიქისგან ასეთი პატივი მიიღე. მაშ, ნუ მიუშვებ საკუთარ თავს, მისი სიტყვების საწინააღმდეგოდ რამე მოიმოქმედო. სხვანაირადაც არ იქნება შემდგომში. „რამეთუ ისაკისგან, მისგან შობილისგან, გეწოდოს შენ ნათესავად" (), და იგი იქნება შენი მემკვიდრე. „ხოლო ძე-ცა ეგე მჴევლისა მაგის ვყო ნათესავად დიდად, რამეთუ თესლი შენი არს" (). ამიტომ ისე მოიქეცი, როგორც იგი გეუბნება, და დაუჯერე მის სიტყვებს. შეხედეთ ახლა, რა მშვიდობა, რა ერთსულოვნება დამყარდა მათ თანაცხოვრებაში, როგორც კი ღვთის სახიერებამ მათი კავშირი...
Genesis 21:14
13. And also of the son of the bondwoman will I make a nation, because he is thy seed.14. And Abraham rose up early in the morning, and took bread, and a bottle of water, and gave it unto Hagar, putting it on her shoulder, and the child, and sent her away: and she departed, and wandered in the wilderness of Beersheba.15. And the water was spent in the bottle, and she cast the child under one of the shrubs.
Genesis თავი 21