აი, როგორ ზრუნავდნენ სტუმართმოყვარეობაზე ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ შეცდომაში იყვნენ. „და წყალი დასაბანელად ფერჴთა მისთა და ფერჴთა მისთანათა კაცთასა; და დაუგნა მან პურნი ჭამად" (). მაგრამ შენიშნე მონის კეთილგონიერება. რას ამბობს? „არა ვჭამო ვიდრე თქუმადმდე სიტყუათა ჩემთა". თქვენ, ამბობს, თქვენი საქმე გააკეთეთ, მაგრამ მე ჩემს მოსვენებაზე არ ვიფიქრებ, ვიდრე არ ვაგიხსნით მიზეზს, რომლისთვისაც ასეთ შორეულ გზაზე გამომგზავნეს, და რატომ მოვედი აქ ქანაანიდან, და როგორ შემოვედი თქვენს სახლში — რომ ყველაფერი შეიტყოთ და თქვენც ჩემი ბატონისადმი კეთილგანწყობა გამოიჩინოთ. და დაიწყო ამბავი ასე: „მონაჲ აბრაჰამისი ვარ მე. უფალმან აკურთხა უფალი ჩემი ფრიად... და მისცნა მას ცხოვარნი და ზროხანი, ოქროჲ და ვეცხლი, აქლემი და ვირნი. და უშვა სარრა, ცოლმან უფლისა ჩემისამან, ძე ერთი უფალსა ჩემსა შემდგომად დაბერებისა მისისა და მისცა მას ყოველი, რაოდენი-რაჲ იყო მისი" (). შეხედე, რა გულმოდგინეობით მოუყვება მათ ყველაფერს. აბრაჰამის მონა ვარ,...
Genesis 24:32
31. And he said, Come in, thou blessed of the LORD; wherefore standest thou without? for I have prepared the house, and room for the camels.32. And the man came into the house: and he ungirded his camels, and gave straw and provender for the camels, and water to wash his feet, and the men's feet that were with him.33. And there was set meat before him to eat: but he said, I will not eat, until I have told mine errand. And he said, Speak on.
Genesis თავი 24