გნებავთ, რომ გუშინდელი ჩვენი საუბრის ნაშთი, საყვარელნო, შემოგთავაზოთ? გუშინ ისააკის შესახებ მთელი თხრობის დასრულება ვერ მოვახერხეთ, არამედ იქ შევჩერდით, სადაც ისააკმა საკუთარი, დაუცხრომელი ლოცვით რებეკას საშო შვილთმშობლობისკენ აღძრა და, ასე ვთქვათ, დაზიანებული ბუნება გახსნა. ეს ყველაფერი გუშინ საკმარისად განგიმარტეთ და გაჩვენეთ წლების ის რიცხვი, რომელიც ამ ნეტარმა კაცმა ღვთის ვედრებასა და თხოვნაში გაატარა. შემდეგ უნაყოფოთა შესახებ სიტყვაზე გადავედით, აგიხსენით მიზეზი, რის გამოც იმ მართალთა მეუღლეები უნაყოფონი იყვნეს, და ამით გუშინდელი საუბარი დავასრულეთ. ხოლო დღეს რებეკას ღვთისმოსავი სულის შესწავლა გვმართებს, რათა არა მხოლოდ მართალი ისააკის სათნოებისგან მივიღოთ სარგებელი, არამედ რებეკას შესახებ თხრობითაც შეგვეძლოს მსმენელთა მასთან შეჯიბრებისკენ აღძვრა. მას შემდეგ, რაც ღმერთმა მართლის ლოცვა შეისმინა და რებეკამ მუცლად იღო, — „ჰკრთებოდეს, — ამბობს წერილი, — ყრმანი მუცელსა მისსა", და ამის გამო მას მძიმე ტკივილების ატანა უწევდა. იგი ამბობდა: „უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳსმე ესე ჩემდა?" არა ერთი ყრმა უნდა შობილიყო, არამედ...
Genesis 25:30
29. And Jacob sod pottage: and Esau came from the field, and he was faint:30. And Esau said to Jacob, Feed me, I pray thee, with that same red pottage; for I am faint: therefore was his name called Edom.31. And Jacob said, Sell me this day thy birthright.
Genesis თავი 25