მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 26:2

1. And there was a famine in the land, beside the first famine that was in the days of Abraham. And Isaac went unto Abimelech king of the Philistines unto Gerar.2. And the LORD appeared unto him, and said, Go not down into Egypt; dwell in the land which I shall tell thee of:3. Sojourn in this land, and I will be with thee, and will bless thee; for unto thee, and unto thy seed, I will give all these countries, and I will perform the oath which I sware unto Abraham thy father;
Genesis თავი 26
2. And the LORD appeared unto him, and said, Go not down into Egypt; dwell in the land which I shall tell thee of:
საუბარი 51. „და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა" (დაბ 26:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. პირმშოობის უფლება და ისაკის შიმშილი (26:1-2):

კვლავ მსურს თქვენთვის სწავლება შემოგთავაზოთ იქიდან, რაც გასულ ჯერზე ჩვენი ნათქვამის შემდეგ მოდის. ხოლო მეტი სიცხადისთვის, საყვარელნო, უნდა შეგახსენოთ, სად დავასრულეთ გასულ ჯერზე სიტყვა და საიდან უნდა დავიწყოთ დღეს. თქვენ თვითონ, მრავალი საზრუნავით გართულნი, შეიძლება ეს დაგავიწყდათ. ჩემი მოვალეობა კი ის არის, რომ ეს შეგახსენოთ, რათა ამ შეხსენებით უფრო ნათელი გახდეს თქვენთვის სიტყვა, რომელსაც დღეს მოისმენთ. თქვენ იცით, რომ გასულ ჯერზე, რებეკას ღვთისმოსაობის შესახებ თხრობისას, ესავსა და იაკობზე მივედით და იქ შევჩერდით, სადაც ესავმა პირმშოების უფლება იაკობს დაუთმო, იმის საზრდელით სარგებლობა რომ უნდოდა, და ცნობილი საჭმლისადმი ვნებით თავისი თავი პირმშოობის უფლებას მოაკლო. ეს კი უბრალოდ არ მომხდარა, არამედ იმისთვის, რომ საქმით აღსრულებულიყო ღვთაებრივი წინასწარმეტყველება: „შევიყუარე ძე იაკობი, ხოლო ისავი მოვიძულე" (მალ 1:2–3). რადგან ღმერთი წინასწარ ხედავდა მომავალ მოვლენებს, მან წინასწარვე აუწყა იაკობის სათნოებაც და ესავის სულმდაბლობეც. მაშ, რას ნიშნავს პირმშოების უფლება? გასულ ჯერზე დრო არ მეყო, რომ ეს, საყვარელნო, განმემარტა, მაგრამ...

სრულად ნახვა
საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ისაკის სიმშვიდე და ჭების გამო წინააღმდეგობა (26:17-22):

...ახლაც, როცა მწყემსები შეურაცხყოფენ და ჭას მისაკუთრებენ, უთმობს მათ. და, რომ ამ შეურაცხყოფის ხსოვნა შთამომავლობისთვისაც შენარჩუნებულიყო, ჭას იქ მომხდარი შემთხვევიდან არქმევს სახელს. ვინაიდან (მწყემსებმა) აშკარა შეურაცხყოფა მიაყენეს, მან, წერილის მოწმობით, „უწოდა სახელი ჭასსა მას" (ანუ ადგილს): „ვნებაჲ" (). ამრიგად, თავად ადგილის სახელი, თითქოს სპილენძის სვეტზე ამოტვიფრული, შემდგომი დროისთვის მართლის სიმშვიდისა და იმ მცხოვრებთა უსამართლობის ხსოვნად დარჩა. ყველა, ვინც ადგილის სახელიდან ასეთი წოდების მიზეზს გაიგებდეს, ერთის სათნოებას და მეორეთა უკიდურეს ბოროტებას ხედავდეს. და შეხედე, როგორ ამაღლებს თავისი სიმშვიდის ყოველმხრივ გამოვლენით თავის სათნოებას, ხოლო ისინი თავიანთი ნების საწინააღმდეგოდაც კი, თავიანთი ბოროტების უკიდურესობით, მის დიდებას უწყობენ ხელს. ერთი (შეურაცხყოფით) არ კმაყოფილდებიან და კვლავ აღუდგებიან, როცა სხვა ჭას გათხარა. „წარმოვიდა მიერ", — ნათქვამია, — ... „და თხარა ჯურღმული სხუაჲ; და ესჯოდეს მას იგინი მისთჳსცა და დასდვა მას სახელი მტერობაჲ" (). კვლავ შენიშნე მართლის კეთილგონიერება! აქ, როგორც ჩანს, ჭა სრულად არ წაართვეს, არამედ მხოლოდ დაობდნენ და, თავიანთი უ...

სრულად ნახვა