მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 26:5

4. And I will make thy seed to multiply as the stars of heaven, and will give unto thy seed all these countries; and in thy seed shall all the nations of the earth be blessed;5. Because that Abraham obeyed my voice, and kept my charge, my commandments, my statutes, and my laws.6. And Isaac dwelt in Gerar:
Genesis თავი 26
5. Because that Abraham obeyed my voice, and kept my charge, my commandments, my statutes, and my laws.
საუბარი 51. „და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა" (დაბ 26:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის ფიცი და აბრაჰამის მორჩილება (26:4-5):

მაგრამ, რომ მართალს არ ეგონა, ღმერთი ამ ბრძანებას იმიტომ აძლევდა და ეგვიპტეში წასვლას იმიტომ არ უშვებდა, რომ შიმშილის გამოცდას დაქვემდებარებულიყო, ღმერთი ეუბნება: ნუ წუხდები, ნუ ზრუნავ, აქ დარჩი: „მე შენ თანა ვარ". ყოველი სიკეთის მომცემი რომ შენთან გყავს, ნურაფერზე ზრუნავ; მე, ყოველივეს მეუფე, შენთან ვიქნები, და არა მხოლოდ ვიქნები, არამედ „გაკურთხო შენ", ანუ სახელოვანს გაგხდი და ჩემს კურთხევას მოგცემ. შეიძლება კი ამ მართალზე ნეტარი იყო ვინმე, რომელმაც ღვთისგან ასეთი აღთქმა მიიღო: „ვიყო მე შენ თანა და გაკურთხო შენ"? აი, რაც ყველაზე ბედნიერს გაგხდის; აი, რაც შენს დიდ სიუხვეში ცხოვრებას უზრუნველყოფს; აი, შენთვის — უდიდესი დიდება, გამოუთქმელი ზეიმი, სიმაგრე, სიკეთეთა მწვერვალი, — ის, რომ „ვიყო მე შენ თანა და გაკურთხო შენ". როგორ გაკურთხებ? „შენ და ნათესავსა შენსა მივსცე ესე ყოველი". შენ თავს უცხოტომელად და მწირად მიიჩნევ ამ მხარეში, მაგრამ იცოდე, რომ მთელი ეს ქვეყანა შენსა და შენს შთამომავლობას მიეცემა. ხოლო, რომ ამაში დარწმუნდე, იცოდე, რომ იმავე ფიცს, რომლითაც აბრაჰამს, შენს მამას, შევფიცე, შენთანაც დავამტკიცებ....

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის