დღესაც, თუ ინებებთ, წინა დღეს ნათქვამის შემდგომ მოყოლილს წესრიგით განვაგრძობთ და, რამდენადაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, (წერილის) თითოეულ სიტყვას განვმარტავთ, რათა სარგებლიანად დავბრუნდეთ აქედან სახლებში. მაშ, წაკითხული ადგილის დასაწყისი განვიხილოთ. „იყო ესავ ორმეოცის წლის, — ამბობს წერილი, — და მოიყუანა ცოლი იუდინა, ასული ბეჰრისი ქეტელისა, და ბასემათ, ასული ელონისი ეველისაჲ. და იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკასა.“ შეხედე, როგორ შეიძლება ამ მცირედი სიტყვებიდან მრავალი ვისწავლოთ. რისთვის აღნიშნა (წერილმა) ჩვენთვის ესავის წლების რიცხვი? არა უმიზეზოდ, არამედ იმისთვის, რათა აქედან ისაკის სიბერე შეგვეტყო. ჩანს, რომ იგი უკვე მოხუცებულ ასაკში იყო. თუ წინათ ნათქვამს გავიხსენებთ — რომ ორმოცი წლის იყო, როცა რებეკა შეირთო, და სამოცი წლის, როცა შვილები შეეძინა — გავიგებთ, რომ ამჟამად უღრმეს სიბერეში იმყოფებოდა, უკვე ას წლამდე მიღწეული. ვინაიდან (მემატიანეს) განზრახული აქვს ამის შემდეგ მოგვითხროს, როგორ დაუბრმავდა ისაკს სიბერისგან თვალები, ამიტომაც აღნიშნა ჩვენთვის ესავის წლების რიცხვი, რათა აქედან ისაკის ცხოვრების წლების ზუსტი რიცხვი გვეხილა....
Genesis 27:1
1. And it came to pass, that when Isaac was old, and his eyes were dim, so that he could not see, he called Esau his eldest son, and said unto him, My son: and he said unto him, Behold, here am I.2. And he said, Behold now, I am old, I know not the day of my death:
Genesis თავი 27