მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 29:17

16. And Laban had two daughters: the name of the elder was Leah, and the name of the younger was Rachel.17. Leah was tender eyed; but Rachel was beautiful and well favoured.18. And Jacob loved Rachel; and said, I will serve thee seven years for Rachel thy younger daughter.
Genesis თავი 29
17. Leah was tender eyed; but Rachel was beautiful and well favoured.
საუბარი 55. „და ჰრქუა ლაბან იაკობს" (დაბ 29:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის რწმენით სავსე მოგზაურობა (28:13–29:20)

გუშინ მართლის მოგზაურობის დასაწყისმა საკმაოდ გვაჩვენა ჩვენ, რა დიდი იყო მისი სიბრძნისმოყვარეობა, რომლისთვისაც ღვთისგან ესოდენ დიდი აღთქმის ღირსი შეიქნა. შემდგომ, მან, გამხნევებულმა, ყოველთა ღმერთისადმი აღვლენილი თხოვნითა და ლოცვით არცთუ მცირე სწავლება მოგვცა ჩვენ ყველას, ოღონდ მოვინდომოთ მართლის სათნოებისადმი მიბაძვისკენ წამოწყებას. და მართლაც, საკვირველია, რომ იგი, აღმთქმელის ყოვლისშემძლეობის მცოდნე და მისგან ესოდენ დიდი აღთქმების მსმენელი, ამის მიუხედავად დიდსა და საკვირველს კი არ ითხოვდა, არამედ, როგორც გუშინ გსმენოდათ, მხოლოდ იმას ითხოვდა, რაც ყოველდღიური საზრდოსთვის საკმარისი იქნებოდა, რაც სხეულის დასაფარავად გამოადგებოდა, და ამასთან აღთქმაც კი დადო, რომ ღმერთს მეათედს მიუძღვნიდა ყოვლისაგან, რასაც მისგან მიიღებდა, თუ ღმერთი, როგორც აღუთქვა, მიანიჭებდა მას თავის მიწაზე დაბრუნებას! ყოველივეში გამოავლინა თავისი ღვთისმოსაობა, აღიარა ღმერთი ყოველი კეთილის მომნიჭებლად და გვასწავლა, რომ მხოლოდ მას ვუძღვნიდეთ ყოვლისათვის მადლობას. მართალი, გამოუთქმელი ღვთის კაცთმოყვარეობის უხვებას...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის