ხედავ, რომ ლია სახელებსაც კი არა უბრალოდ და შემთხვევით არქმევდა შობილებს: ძეს „სჳმეონი" უწოდა, რადგან უფალმა ისმინა მისი ვედრება. ეს სახელი ებრაულად ნიშნავს: „მოსმენილი". „და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: ამიერითგან ჩემდამო იყოს ქმარი ჩემი, რამეთუ უშვენ მას სამ ძე და უწოდა სახელი მისი ლევი" (). ამ სიტყვებიდან, მგონია, შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ორი ძის შობითაც ლია ჯერ კიდევ ვერ მოიზიდავდა ქმრის კეთილგანწყობას და ის კვლავ მთლიანად რაქელს იყო მიჯაჭვული. ამიტომ ლია ამბობს: „ამიერითგან ჩემდამო იყოს ქმარი ჩემი" — ანუ მესამე ძის შობა, იქნებ, ქმარში ჩემდამი კეთილგანწყობას გააღვიძებს, რადგან აი, სამი ძე უკვე ვუშობე. „და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: აწ უკვე აღუვარო უფალსა. და უწოდა სახელი მისი იუდა" (). რას ნიშნავს: „აწ უკვე აღუვარო უფალსა"? „აღუვარო", ანუ მადლობასა და დიდებას შევსწირავ უფალს იმისთვის, რომ მეოთხე ძეც მომცა, ასეთი დიდი სიმდიდრე მიბოძა: რამდენსაც ხორციელი უსახურობა მაკლებდა ქმრის კეთილგანწყობას, იმდენს ღვთის...
Genesis 29:34
33. And she conceived again, and bare a son; and said, Because the LORD hath heard that I was hated, he hath therefore given me this son also: and she called his name Simeon.34. And she conceived again, and bare a son; and said, Now this time will my husband be joined unto me, because I have born him three sons: therefore was his name called Levi.35. And she conceived again, and bare a son: and she said, Now will I praise the LORD: therefore she called his name Judah; and left bearing.
Genesis თავი 29