მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 30:2

1. And when Rachel saw that she bare Jacob no children, Rachel envied her sister; and said unto Jacob, Give me children, or else I die.2. And Jacob's anger was kindled against Rachel: and he said, Am I in God's stead, who hath withheld from thee the fruit of the womb?3. And she said, Behold my maid Bilhah, go in unto her; and she shall bear upon my knees, that I may also have children by her.
Genesis თავი 30
2. And Jacob's anger was kindled against Rachel: and he said, Am I in God's stead, who hath withheld from thee the fruit of the womb?
საუბარი 56. „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი" (დაბ 29:21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის ქორწინება და ეშმაკური ჩვეულებების მხილება (29:21-23)

იაკობის სიყვარულიდან რაქელის მიმართ გუშინ პავლე მოციქულის სიყვარულსა და ქრისტეს მიმართ დიდ ერთგულებაზე გადავედით და ვერ მოვასწარით, წინა საუბრის თანმიმდევრულ რიგს დავბრუნებოდით, თითქოს სწრაფმა ნაკადმა წაგვიღო. ამიტომ ახლა, თუ მოგეწონებათ, იმას მივუბრუნდეთ, რაც მომდევნო იყო, და გამოვავსოთ დარჩენილი, რომ ამ საუბრიდანაც საკმარისი სარგებელი მივიღოთ და ასე დავიშალოთ სახლებში. რადგან შვიდი წელი უკვე აღესრულა და ამდენი ხანი იაკობს „ვითარცა დღენი მცირენი" მოეჩვენა, ვინაიდან რაქელი უყვარდა, — „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი, რამეთუ აღესრულნეს დღენი იგი დროსანი. და შეკრიბნა ლაბან ყოველნი კაცნი მის ადგილისანი და ყო ქორწილი. და იყო მწუხრი. და მოიყვანა ლაბან ლია, ასული თჳსი, და შეიყვანა იაკობისა" (დაბ 29:21–23).

ხედავ, რა წესიერებით აღესრულებოდა ქორწილები ძველად? მოისმინეთ ეს თქვენ, ვინც ეშმაკის გართობებს მისდევთ და თავიდანვე ქორწინების სიწმიდეს ამცირებთ, იყო იქ ბუკების ხმა? იყო წინწილა? იყო ეშმაკის ცეკვები? მითხარ: რატომ შემოგაქვს სახლში ასეთ სირცხვილს და რატომ...

სრულად ნახვა
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის განგება ფარის გამრავლებაში (30:34–31:9):

...რამედ თავად ლაბანიც: „და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა" (). შვილების სიტყვებმა ლაბანის სულს შფოთი შეჰმატა და აივიწყებინა ის, რაც ადრე იაკობს საუბრისას უთხრა: „მაკურთხა მე ღმერთმან შემოსლვასა შენსა" (). ადამიანი, რომელიც უფალს მადლობდა იმისთვის, რომ მართლის მოსვლით მისი სიმდიდრე გაამრავლა, ახლა, შვილების ზეგავლენით აზრები შეიცვალა რა, შურით აინთო და, მართალს დიდ სიუხვეში ხედავდა რა, აღარ სურდა, როგორც ადრე, მასთან მოპყრობა. „და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა". ხედავ, რა დიდია მართლის სიმშვიდე და რა დიდი უმადურობაა მათგან; როგორ, შურის დაშრეტის მცდელობის ნაცვლად, მამის სულიც აღაშფოთეს? შეხედე შემდეგ, რა გამოუთქმელია ღვთის მზრუნველობა, რა მოწყალებას იჩენს, როცა ხედავს, რომ ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერ შესაძლებელს ვაკეთებთ. ღმერთი, მათი სიძულვილი მართლის მიმართ რომ იხილა, იაკობს ეუბნება: „მიიქეც ქუეყანად მამისა შენისა და ქუეყანად ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა" (). საკმარისად, ამბობს, იცხოვრე უცხოეთში; ახლა მინ...

სრულად ნახვა