შენიშნე მართლის კეთილგონიერება! იცოდა რა, რა დიდია ზეციური კეთილგანწყობა მის მიმართ, ლაბანს იმას სთხოვს, რაც ბუნების ჩვეულებრივი წესით ან ძნელი იყო, ან სრულიად შეუძლებელი ჩანდა (რადგან იშვიათად ხდება, რომ ცხოველები მრავალფეროვანი ბეწვით იშობიან); სწორედ ამავე მიზეზით ლაბანმა სწრაფად დათანხმდა იაკობის მოთხოვნას და თქვა: „იყავნ სიტყჳსაებრ შენისა!" (). „და განარჩია მას დღესა შინა ვაცები სხურებული და სპეტაკი და ყოველი თხაჲ ნეზჳ ჭრელი და სპეტაკი, და ყოველი-ვე, რომელი იყო თეთრ მათ შორის, და ყოველივე, რომელი იყო ფეროჲ კრავთა შორის, და მისცა მას, ჴელითა ძეთა თჳსთათა. განაშორა გზასა სამისა დღისასა შორის მათსა და შორის იაკობისა" (დაბ 30:35–36). ანუ ფარა იაკობის წინადადების მიხედვით რომ გაყო, ერთი ნაწილი თავის ძეებს ჩააბარა. „და იაკობ ჰმწყსიდა ცხოვართა ლაბანისთა ნეშტთა" (). რომლებს? სწორედ იმათ, რომლებსაც ბეწვის ფერში არანაირი ჭრელობა არ ჰქონდათ... და ეს ყველაფერი იმისთვის ხდებოდა, რომ მართალს საკუთარი გამოცდილებით შეეცნო ღვთის მზრუნველობის...
Genesis 30:34
33. So shall my righteousness answer for me in time to come, when it shall come for my hire before thy face: every one that is not speckled and spotted among the goats, and brown among the sheep, that shall be counted stolen with me.34. And Laban said, Behold, I would it might be according to thy word.35. And he removed that day the he goats that were ringstraked and spotted, and all the she goats that were speckled and spotted, and every one that had some white in it, and all the brown among the sheep, and gave them into the hand of his sons.
Genesis თავი 30