ამის მოსმენით შეძრულმა, მასთან მოსაუბრის სიდიადით განცვიფრებულმა მართალმა თქვა: „რაჲ არს სახელი შენი? და მან ჰრქუა: რაჲსათჳს იკითხავ სახელსა ჩემსა? და აკურთხა იგი" (). შენთვის საზღვრებში დარჩი, ამბობს, და ზომას ნუ გასცდები. ჩემგან კურთხევის მიღება გინდა? აჰა, კურთხევას გაძლევ. „და აკურთხა იგი. და უწოდა იაკობ ადგილსა მას «ხილვაჲ ღმრთისაჲ», რამეთუ «ვიხილე ღმერთ პირისპირ და ცხოვნდა სული ჩემი»" (დაბ 32:29–30). ხედავ, რა კადნიერება მიიღო ხილვისგან! „ცხოვნდა, — ამბობს, — სული ჩემი", — თითქოს შიშით მომაკვდავი სული იყო. რადგან ღვთის პირისპირ ხილვას ეღირსა, „ცხოვნდა სული ჩემი. და აღმოუჴდა მას მზე. და ვითარცა წარვიდა ხილვაჲ იგი ღმრთისაჲ" (დაბ 32:30–31). ხედავ, როგორ უფალი, ადამიანის სისუსტისადმი შემწყნარებლობით, ყველაფერს ისე ქმნის და განაგებს, რომ თავისი კაცთმოყვარეობა გამოავლინოს? და ნუ გაგიკვირდება, საყვარელო, ასეთი დიდი მოწყალება: გაიხსენე, რომ მართალ მამამთავარსაც, მუხასთან ჯდომისას, ღმერთი ადამიანის სახით, მწირის სახით, ანგელოზებთან ერთად ეცხადა და თავიდანვე გვამცნობდა, რომ...
Genesis 32:29
28. And he said, Thy name shall be called no more Jacob, but Israel: for as a prince hast thou power with God and with men, and hast prevailed.29. And Jacob asked him, and said, Tell me, I pray thee, thy name. And he said, Wherefore is it that thou dost ask after my name? And he blessed him there.30. And Jacob called the name of the place Peniel: for I have seen God face to face, and my life is preserved.
Genesis თავი 32