მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 33:2

1. And Jacob lifted up his eyes, and looked, and, behold, Esau came, and with him four hundred men. And he divided the children unto Leah, and unto Rachel, and unto the two handmaids.2. And he put the handmaids and their children foremost, and Leah and her children after, and Rachel and Joseph hindermost.3. And he passed over before them, and bowed himself to the ground seven times, until he came near to his brother.
Genesis თავი 33
2. And he put the handmaids and their children foremost, and Leah and her children after, and Rachel and Joseph hindermost.
საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის შიში ესავის წინაშე და ლოცვა ღვთისადმი (32:1–12)

ვიცი, რომ გუშინ საუბრის სიგრძემ დაგღალათ. მაგრამ იყავით მოთმინებით: თქვენი შრომა ამაო არ არის — იგი უფლისთვის აღესრულება, რომელიც მცირეხნიან შრომასაც დიდი ჯილდოებით ღირს-ჰყოფს. სხეული თუ დაიღალა, სულმა მით უფრო განმტკიცება მიიღო. მეც მინდოდა, სწავლება შემემოკლებინა, მაგრამ თქვენი ძლიერი სურვილისა და გულმოდგინე მოშურნეობას რომ ვხედავდი, ვერ გავბედე სიტყვის უდროოდ შეწყვეტა დაწყებული თხრობის დამთავრებამდე, იმის მცოდნემ, რომ ამით უფრო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ხანგრძლივმა საუბარმა განსაკუთრებული სიცხადით წარმოაჩინა თქვენი დიდი გულმოდგინება და სმენის დაუოკებელი წყურვილი. ამიტომაც მეც, დღითიდღე მზარდ მოშურნეობას რომ ვამჩნევ, მეტი მზადყოფნით ვიწყებ თქვენთვის სწავლების წარმოთქმას. მაშ, დღესაც, შეძლებისამებრ, გუშინდელის მომდევნო რომ გავაგრძელოთ, თქვენ, საყვარელნო, ჩვეულ ტრაპეზს შემოგთავაზოთ და ვნახოთ, მართალმა იაკობმა ლაბანის წასვლის შემდეგ როგორ განაგრძო მოგზაურობა. საღვთო წერილში წარმოდგენილიდან არაფერია ტყუილად ნათქვამი, არამედ მართალთა ყოველ საქციელს ჩვენთვის უდიდესი...

სრულად ნახვა
საუბარი 59. „და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა" (დაბ 33:18–20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის მოსვლა სიქემში და სიმდიდრის ამაოება (33:18–20):

...გაჭირვებულს. პირიქით, ეს მართალი არაფერ მსგავსს არ ფიქრობდა. თვით მცირე ნაკვეთის შესაძენადაც კი ველის ნაწილი იყიდა ემორისგან, სიქემის მამისგან, ას ტარიგად. და შენიშნე ამ კაცის ღვთისმოსაობა, და რისთვის ცდილობდა ველის შეძენას. „და აღმართა მუნ, — ნათქვამია, — საკურთხეველი და ხადა სახელსა ღმრთისა ისრაჱლისასა" (). ველის ნაწილი სხვა არაფრისთვის იყიდა, არამედ იმისთვის, რომ იქ ყველას საერთო უფლისადმი სამადლობელი მსხვერპლი შეეწირა. ამ მართალს, რომელიც სჯულამდე ცხოვრობდა, უნდა მიბაძონ მადლის ქვეშ მცხოვრებნიც და ასე არ იქნენ გაშმაგებულნი სიმდიდრის დაგროვებით. რისთვის, მითხარი, შენ თავს ეკლის ასეთ ტვირთს ადებ და შვილებსაც, თავად ვერ ამჩნევ რა, ყოველი ბოროტების საგანსაც და მიზეზსაც უტოვებ? ნუთუ არ იცი, რომ უფალი შენზე მეტად ზრუნავს შენს შვილზე; შენ კი — უდიდესი მზრუნველობის გამოჩენა გგონია — მისი სულის წარწყმედის საბაბს უმზადებ?

ნუთუ არ იცი, რომ ახალგაზრდობა თავისთავადაც უძლურია და ბოროტებისკენ ადვილად მიდრეკილი; როცა კი უფრო დიდ სიმდიდრეს მიიღებს, მით უფრო სწრაფად მიეზიდება ყოველგვარი ბოროტებისკენ? როგორც ცეცხლი, აალებადი ნივთიერება რომ იპოვოს, უფრო ძლიერ ალს აჩენს, ასევე ახალგაზრდობა, ფულის გროვას რომ მიიღებს, როგორც აალებად ნივთიერებას, ის...

სრულად ნახვა