მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 45:25

24. So he sent his brethren away, and they departed: and he said unto them, See that ye fall not out by the way.25. And they went up out of Egypt, and came into the land of Canaan unto Jacob their father,26. And told him, saying, Joseph is yet alive, and he is governor over all the land of Egypt. And Jacob's heart fainted, for he believed them not.
Genesis თავი 45
25. And they went up out of Egypt, and came into the land of Canaan unto Jacob their father,
საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის სულიერი განცოცხლება იოსების ამბით (45:25–46:1):

გუშინდელი საუბრიდან თქვენ იხილეთ იოსების სიბრძნისმოყვარეობა და გამოუთქმელი უბოროტობა, რომელიც მან თავის ძმებს გამოუჩინა: მან არა მხოლოდ არ შეახსენა მათ საქციელი, მის მიმართ ჩადენილი, არამედ მამასთან დაბრუნების ჟამს ურჩევდა და აიძულებდა, ერთმანეთს არ ედანაშაულებინათ მის წინააღმდეგ ჩადენილში, არამედ ყოველი რისხვა მიეტოვებინათ და ერთსულოვნებით გზა განევლოთ. ახლა მომდევნო მოვლენები განვიხილოთ, რათა იხილოთ იოსების ძმების მამასთან დაბრუნება, იაკობის ეგვიპტეში გადასახლება და ის, თუ როგორ აღყვავდა იგი იოსების ამბის გაგებით და, ასე ვთქვათ, მოხუცებულიდან ახალგაზრდად იქცა. ვის შეუძლია სიტყვებით გამოხატოს ის სიხარული, რომელიც იაკობს ეუფლა, როცა შეიტყო, რომ იოსები ცოცხალია და ასეთ დიდ დიდებას მიაღწია? თქვენ იცით, რომ მოულოდნელი ბედნიერება განსაკუთრებით დიდ სიხარულს იწვევს. შეიტყო რა, რომ ის, ვინც უკვე ამდენ წელიწადს მხეცთა ნადავლად მიაჩნდა, ახლა მთელ ეგვიპტეზე მთავრობს, — ასეთი დიდი სიხარულისგან როგორ არ დაკარგა გონება? ხომ ძლიერი სიხარული ხშირად იმავე შედეგებს იწვევს, რასაც ზომაგადასული მწუხარებაც. შეიძლება დაინახო, რომ ბევრი ცრემლსაც ღვრის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის