ამის მოსმენით ვისწავლოთ, რომ როცა რამეს ვიწყებთ, რაიმე საქმეს ვკიდებთ ხელს ან მოგზაურობას ვიწყებთ, უპირველეს ყოვლისა სალოცავი მსხვერპლი უნდა აღვუვლინოთ უფალს და მხოლოდ მისი შეწევნის გამოთხოვის შემდეგ შევუდგეთ დაგეგმილ საქმეს, და ამგვარად მივბაძოთ უძველეს მართალთა ღვთისმოსაობას. „შეწირა, — ნათქვამია, — მსხუერპლი ღმრთისა მამისა თჳსისა ისაკისა" — რათა ჩანდეს, რომ მამამისის ნაკვალევს მიჰყვებოდა და ისაკის მსგავსად ღვთის სამსახურში ავლენდა ამას. და, რადგან თავად წინასწარ მადლობის ლოცვით გამოხატა თავისი მადლიერება ღვთისადმი, მაშინვე ზეციური კეთილგანწყობის ნიშნებიც მოჰყვა. გზის სიგრძეს რომ ხედავდა და თავის სიბერეს შეჰყურებდა, ეშინოდა, რომ უეცარი სიკვდილი ძის ნახვის სიხარულს არ წაერთმია მისთვის, და ამიტომ ევედრებოდა უფალს სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა, რომ სრულყოფილი სიხარულით ეტკბო. და შეხედე, როგორ ანუგეშებს სახიერი ღმერთი მართალს. „ჰრქუა ღმერთმან იაკობს ჩუენებასა შინა ღამისასა: იაკობ, იაკობ!... მე ვარ ღმერთი მამათა შენთა, ნუ გეშინინ შესლვად ეგჳპტედ, რამეთუ ნათესავად დიდად გყო შენ მუნ, და შთავიდე მე შენ თანა ეგჳპტედ და მე აღმოგიყუანო შენ...
Genesis 46:24
23. And the sons of Dan; Hushim.24. And the sons of Naphtali; Jahzeel, and Guni, and Jezer, and Shillem.25. These are the sons of Bilhah, which Laban gave unto Rachel his daughter, and she bare these unto Jacob: all the souls were seven.
Genesis თავი 46