მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 48:12

11. And Israel said unto Joseph, I had not thought to see thy face: and, lo, God hath shewed me also thy seed.12. And Joseph brought them out from between his knees, and he bowed himself with his face to the earth.13. And Joseph took them both, Ephraim in his right hand toward Israel's left hand, and Manasseh in his left hand toward Israel's right hand, and brought them near unto him.
Genesis თავი 48
12. And Joseph brought them out from between his knees, and he bowed himself with his face to the earth.
საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იაკობის კურთხევა ეფრემისა და მანასესი (48:1-12):

ამ ყოველივეს გავიაზრებთ რა, უცხოეთში მომკვდართ ნუ მივიჩნევთ საბრალოდ, არც საკუთარ სახლში სიცოცხლეს გამოთხოვებულთ ვანატრებდეთ, არამედ საღვთო წერილის სჯულს მივყვეთ: სათნოებაში მცხოვრებთა და ასე გარდაცვლილთ ვანატრებდეთ, ხოლო ცოდვებში მომკვდართ უბედურად ვცნობდეთ. როგორც სათნო ადამიანი უკეთეს სიცოცხლეში გადადის და თავისი შრომის საზღაურს იღებს, ისე სათნოების არმქონე, რომ კვდება, უკვე ტანჯვის საწყისს განიცდის და საქმეთა სიტყვას აგებს, აუტანელ ვნებას იტვირთავს.

ამის გაფიქრებისას სათნოებაზე უნდა ვზრუნავდეთ და ამ ცხოვრებაში, როგორც ასპარეზზე, ისე ვიღვწოდეთ, რომ სანახაობის დასრულების შემდეგ ნათელი გვირგვინით შევიმკოთ და ამაოდ არ ვინანებდეთ. ვიდრე ჯერ კიდევ ღვაწლის დრო გრძელდება, შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ, სიზარმაცე განვდოთ და სათნოებაში წარვიმატოთ, რათა წინამდებარე გვირგვინები მოვიპოვოთ. მაგრამ, თუ გნებავთ, თხრობის გაგრძელებას მივუბრუნდეთ. მას შემდეგ, რაც იაკობმა ძეს დაკრძალვის შესახებ მცნება დაუდო და იოსებმა უპასუხა: „ეგე ვყო", – იაკობმა თქვა: „მეფუცე მე! და ეფუცა იგი და თაყუანის-სცა ისრაილ წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა". შეხედე ამ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის