მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 49:5

4. Unstable as water, thou shalt not excel; because thou wentest up to thy father's bed; then defiledst thou it: he went up to my couch.5. Simeon and Levi are brethren; instruments of cruelty are in their habitations.6. O my soul, come not thou into their secret; unto their assembly, mine honour, be not thou united: for in their anger they slew a man, and in their selfwill they digged down a wall.
Genesis თავი 49
5. Simeon and Levi are brethren; instruments of cruelty are in their habitations.
საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სიმეონისა და ლევის განსჯა და იუდას წინასწარმეტყველება (49:5-11):

აი, როგორ სულისგან მონიჭებული განსჯით, მოსეს მომავალ კანონმდებლობას უსწრებს — კერძოდ, იმას, რომ მამასა და ძეს ერთსა და იმავე ქალთან თანაცხოვრება არ ეთვისება — და უკვე ამით კრძალავს, თავის ძეზე განსჯას გამოტანს რა. შენ შეაგინე, ამბობს, სარეცელი, მამის საწოლზე ახვედი: ურჯულო საქმე ჩაიდინე. იმისთვის, რომ ასე შეურაცხმყავი, შენ, „ვითარცა წყალი ნუ შეჰგბები". უნაყოფო იქნება შენთვის ეს ხელყოფა, რადგან შენ, მამისადმიც კი არანაირი პატივისცემა რომ არ გქონდა, საწოლის შეგინება გაგიბედია. ხოლო შემდეგმა თაობებმა რომ მსგავსი საქმეები აარიდონ თავს, სულიწმიდის განგებულებით ეს განსჯა წერილობით დაიხატა, ისე, რომ ყველა, ვინც ამას მოისმენს, გონს მოვიდეს და ნათლად დაინახოს, რომ ბუნებისგან მონიჭებული უპირატესობებიდან არანაირი სარგებელი არაა, თუ ნებისყოფის შესატყვისი საქმეები მათ არ ახლავს. შემდეგ, ეს სამარცხვინო საქციელი საკმარისად რომ ამხილა, სიმეონსა და ლევიზე გადადის. „სჳმეონ და ლევი ძმათა აღასრულეს სიცრუჱ ჴდომითა მათითა" (). მოშურნეობამ, რომელიც თავიანთი დისთვის გამოიჩინეს, ისინი უსამართლობამდე...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ა, მაგრამ მათ შთამომავლებში აღსრულდა. მაგალითად, ერთ-ორ ისტორიას მოვიყვან და შემდეგ წინამდებარე საკითხებს შევეხები. რადგან, როცა იაკობმა სიმეონი და ლევი მოიხმო და მათზე მოსახდენს წინასწარ აუწყებდა, ასე ამბობდა: „სჳმეონ და ლევი ძმათა“ (); და მათი ურჯულოება და სიქემელთა წინააღმდეგ ჩადენილი უსამართლო ხოცვა რომ დაადანაშაულა, შემდეგ ამბობს: „განვყუნე იგინი იაკობსა შორის და განვსთესნე იგინი ისრაჱლსა შორის“ (). მაგრამ ამას ლევისა და სიმეონის პიროვნებებზე აღსრულებულს ვერავინ დაინახავდა; იგი მათგან წარმოშობილ ტომებზე აღსრულდა. რადგან ლევის ტომი მართლაც გაიფანტა, რადგან თითოეულ ტომს მისი მეათედი ნაწილი ჰქონდა. ასევე სიმეონის ტომმაც თითქმის იგივე განიცადა: იგი წილის მიხედვით ყველა ტომს გასწვდა და, სხვა ტომების მსგავსად, ერთიანად შეერთებული და თავის თავში შეკრული სამკვიდრებელი არ მიუღია. იაკობმაც, რომელმაც მამისგან კურთხევები მიიღო, თვითონ არც ერთი მათგანით არ ისარგებლა....

სრულად ნახვა