დიდი და გამოუთქმელი საუნჯე, საყვარელნო, დღევანდელ საკითხავშია მოცემული. ვიცი, რომ ბევრი, სახელების ჩამოთვლას რომ ისმენს და ზედაპირულად უყურებს საღვთო წერილიდან წაკითხულს, ფიქრობს, თითქოს ეს სიტყვები სახელთა უბრალო ჩამონათვალის მეტს არაფერს შეიცავსო; მაგრამ ყველას ვგთხოვთ, საღვთო წერილში მოცემულს უყურადღებოდ არ ჩაუაროთ, რადგან ყოველივე, რაც აქ დაწერილია, აზრთა დიდ სიმდიდრეს შეიცავს. ვინაიდან ნეტარი წინასწარმეტყველები სულიწმიდის შთაგონებით მოუბარნი იყვნენ, სულის მიერ დაწერილი წმიდა წიგნები ფარულ საუნჯეს შეიცავს. და ნუ გიკვირს, რომ სახელთა ჩამოთვლაში დიდი ფარული აზრთა სიმდიდრის ჩვენებას ვგპირდებით: წერილში არ არსებობს არცერთი მარცვალი, არცერთი ხაზი, რომლის სიღრმეშიც დიდი საუნჯე არ იყოს მოცემული. ამიტომ საღვთო სიტყვებს სხვაგვარად არ უნდა მივუდგეთ, თუ არა ზეგარდმო მადლით ხელმძღვანელობილნი და სულიწმიდისგან განათლებულნი. საღვთო წერილში მოცემულის გასაგებად ადამიანური სიბრძნე კი არ არის საჭირო, არამედ სულის გამოცხადება, რათა ნაწერის ჭეშმარიტ აზრს რომ შევიცნობთ, დიდი სარგებელი მივიღოთ აქედან. თუ ამქვეყნიურ საქმეებშიც ადამიანთა მიერ შედგენილი...
Genesis 5:1
1. This is the book of the generations of Adam. In the day that God created man, in the likeness of God made he him;2. Male and female created he them; and blessed them, and called their name Adam, in the day when they were created.
Genesis თავი 5