მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 8:1

1. And God remembered Noah, and every living thing, and all the cattle that was with him in the ark: and God made a wind to pass over the earth, and the waters asswaged;2. The fountains also of the deep and the windows of heaven were stopped, and the rain from heaven was restrained;
Genesis თავი 8
1. And God remembered Noah, and every living thing, and all the cattle that was with him in the ark: and God made a wind to pass over the earth, and the waters asswaged;
საუბარი 26. "და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი" (დაბ 8:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. „მოეხსენა ღმერთსა ნოესი" — ნოეს რწმენა და მოთმინება (8:1-3):

შეხედე აქაც, რა მოწყალებაა საღვთო წერილისა! "მოეჴსენა, — ამბობს, — ღმერთსა". მოდით, საყვარელნო, ეს სიტყვები ღვთისშვენიერად გავიგოთ და არა იმ უხეში აზრით, რომლის მიხედვითაც ჩვენი უძლური ბუნება ჩვეულად ხვდება. ეს გამოთქმა — "მოეჴსენა" — ღვთის გამოუთქმელი არსების მიმართ უღირსია, მაგრამ ჩვენი უძლურების გათვალისწინებით შესაფერისად არის ნახმარი. "მოეჴსენა, — ამბობს, — ღმერთსა ნოესი". ზემოთ წერილმა, როგორც უკვე განვუმარტეთ, საყვარელნო, გვითხრა, რომ ორმოცი დღისა და ამდენივე ღამის განმავლობაში წვიმდა, ასერგასისი დღის განმავლობაში კი წყალი, რომელიც მთებზე თხუთმეტი წყრთით ამაღლდა, ერთსა და იმავე სიმაღლეზე იდგა და რომ ამ დროს მართალი კიდობანში იმყოფებოდა, სუფთა ჰაერით სუნთქვასაც ვერ ახერხებდა, რადგან მასთან ერთად ყველა უტყვი ცხოველიც იყო. ამიტომაც ამბობს ახლა: "მოეჴსენა ღმერთსა ნოესი". რას ნიშნავს "მოეჴსენა"? შეიწყალა, ანუ ღმერთმა მართალი, რომელიც კიდობანში ცხოვრობდა; შეიბრალა იგი, როცა ესოდენ მწუხარე და ძნელ მდგომარეობაში იყო და არ იცოდა, რით დამთავრდებოდა მისი უბედურებანი. მართლაც, დაფიქრდი, რა ზრახვები აღელვებდა...

სრულად ნახვა
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ნოეს მადლიერება და ღვთის ქველმოქმედება:

1. ნოეს მადლიერება და ღვთის ქველმოქმედება

გუშინ ჩვენ ვიხილეთ კაცთმოყვარე უფლის სახიერება, თუ როგორ გამოიყვანა მართალი კიდობნიდან, განათავისუფლა იგი მასში ყოფნისგან, იხსნა ამ მძიმე და საშინელი საპყრობილისგან და დააჯილდოვა მოთმინებისთვის, სთქვა რა: "აღორძნდით და განმრავლდით" (). დღეს კი ვნახოთ ნოეს მადლიერება და აღიარება, რომლითაც მან კიდევ უფრო დიდი და მაღალი ღვთის კეთილგანწყობა მოიპოვა. ღმერთი ყოველთვის ასე იქცევის: როცა ხედავს, რომ ვინმე მადლიერია წინანდელისთვის, კიდევ უფრო დიდ ნიჭებს უწვდის მას. ვეცადოთ, ჩვენც ძალის მიხედვით მადლობა აღვავლინოთ უფლისადმი ჩვენთვის მისგან ბოძებული სიკეთეებისთვის, რათა კიდევ უფრო დიდი სიკეთეების ღირსნი გავხდეთ; და ნურასოდეს დავივიწყოთ ღვთის ჩვენდამი გაცხადებული ქველმოქმედება, არამედ ყოველთვის გონებაში შევინახოთ ისინი, რათა ხსოვნა მათ შესახებ მუდმივი მადლიერებისკენ გვიბიძგებდეს, თუმცა ისინი იმდენად მრავალრიცხოვანნი არიან, რომ ჩვენი გონება ვერ შეძლებს ღვთის ჩვენდამი სიკეთეთა დათვლას. მართლაც, ვის შეუძლია თუნდაც წარმოიდგინოს ყველაფერი, რაც უკვე გიბოძათ (ღვთისგან), რაც აღგითქვათ, რაც ყოველდღიურად მოგეცემათ? მან არყოფნიდან ყოფნაში მოგვიყვანა, მოგვანიჭა სხეულიც და სულიც, გ...

სრულად ნახვა