მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 9:15

14. And it shall come to pass, when I bring a cloud over the earth, that the bow shall be seen in the cloud:15. And I will remember my covenant, which is between me and you and every living creature of all flesh; and the waters shall no more become a flood to destroy all flesh.16. And the bow shall be in the cloud; and I will look upon it, that I may remember the everlasting covenant between God and every living creature of all flesh that is upon the earth.
Genesis თავი 9
15. And I will remember my covenant, which is between me and you and every living creature of all flesh; and the waters shall no more become a flood to destroy all flesh.
საუბარი 28. "და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა" (დაბ 9:8-10)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. წინა საუბრის შეჯამება და ღვთის აღთქმა (9:8)

გუშინ წარმოვადგინეთ კურთხევის შესახებ, რომლის ღირსიც ნოე უფლისგან იმისთვის იქმნა, რომ კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ საკურთხეველი აღაშენა, მადლიერების მსხვერპლი შეწირა და ამგვარად ღვთის მიმართ თავისი მადლიერება გამოხატა. ჩვენ ვერ შევძელით უფრო შორს წავსულიყავით, მთელი საკითხავი აგვეხსნა და გვეჩვენებინა ის მოწყალება და მზრუნველობა, რომელიც კაცთმოყვარემ ღმერთმა ამ მართლისადმი გამოიჩინა. რადგანაც ჩვენი სიტყვა ძალიან გრძელი გახდა, ვიჩქარეთ მისი დასრულება, რათა სიმრავლით არ დაგვემძიმებინა თქვენი მეხსიერება და იმით, რისი თქმაც კიდევ შეიძლებოდა, არ დაგვეზიანებინა ის, რაც უკვე ითქვა. ჩვენ ხომ იმის შესახებ არ ვზრუნავთ მხოლოდ, რომ ბევრი ვთქვათ, არამედ იმის შესახებ, რომ იმდენი ვთქვათ, რამდენიც თქვენს მეხსიერებაში შეგიძლიათ შეინარჩუნოთ და ამგვარად აქედან თქვენთვის სარგებლით გახვიდეთ. მართლაც, თუ ჩვენც საჭიროზე მეტს ვიტყვით და თქვენც ჩვენი სიტყვებისგან არავითარ ნაყოფს არ მიიღებთ, რა სარგებელია ამისგან? ამგვარად, იმის ცოდნით, რომ ჩვენ ეს შრომა ქადაგებისა თქვენი სარგებლისთვის ვიკისრეთ და საკმარის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის