მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 9:21

20. And Noah began to be an husbandman, and he planted a vineyard:21. And he drank of the wine, and was drunken; and he was uncovered within his tent.22. And Ham, the father of Canaan, saw the nakedness of his father, and told his two brethren without.
Genesis თავი 9
21. And he drank of the wine, and was drunken; and he was uncovered within his tent.
საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ნოეს სიმთვრალე და ღვინის წარმოშობა (9:20-21):

ხედავთ, როგორ იჩენდა თითოეული მართალი ახლობლების მიმართ დიდ თანალმობას? წარმოიდგინეთ ამ მართლის (ნოეს) მდგომარეობა და განსაჯეთ, რამდენს უნდა ეტანჯა და ემწუხარა, ესოდენ საზარელ უდაბნოს რომ ხედავდა, ხედავდა, რომ იგივე მიწა, რომელიც ადრე ამდენი მცენარით იყო დაფარული და ყვავილებით შემკული, უეცრად თითქოს გადაპარსული იყო და შიშველი და უდაბური გახდა. ამრიგად, როცა მას დიდი მწუხარება ამძიმებდა, ოდნავ მაინც ნუგეშისცემის სურვილით მიწათმოქმედებას მიმართავს, როგორც წერილიც ამბობს: «და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა და დაასხა ვენაჴი».

აქ კი შესაფერისია ვიკითხოთ: მხოლოდ ახლა თუ გამოიგონა ეს მცენარე (ვაზი), თუ ის თავიდანვე იყო შექმნილი? უნდა ვიფიქროთ, რომ ის თავიდანვე, მეექვსე დღეს იყო შექმნილი, როცა «იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად» (), რადგან ღმერთმა, ნათქვამია, «განასრულა ღმერთმან... საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა» (), მხოლოდ ამ მცენარის გამოყენება არ იყო ცნობილი. ეს მცენარე და მისი ნაყოფი თუ ადამიანებისთვის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის