თუმცა, ყურადღებიანი თუ ვიქნებით, ეს ყველაფერი, რაც ჩვენი წინაპრების ცოდვებისთვის გამოჩნდა ცხოვრებაში, ვერაფერს დაგვაკლებს და მხოლოდ სახელწოდებად დარჩება. ასე, პირველი ადამიანი ურჩობისთვის სიკვდილის განაჩენს დაექვემდებარა და მწუხარებითა და შრომით ცხოვრებას დაუდო დასაბამი, ხოლო ქამმა მონობა შემოიღო. მაგრამ (დედამიწაზე) მოსულმა უფალმა ქრისტემ მოახდინა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სახელწოდებაღა იქნება, თუ ჩვენ ვისურვებთ. მართლაც, ახლა უკვე სიკვდილი სიკვდილი არ არის, არამედ მხოლოდ სიკვდილის სახელს ატარებს, უფრო სწორად, მისი სახელწოდებაც კი გაუქმებულია: ჩვენ მას სიკვდილს აღარ ვუწოდებთ, არამედ მოსვენებასა და ძილს. ასე თავად ქრისტემ თქვა: «ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა» (); და პავლე თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: «ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს» (). ასევე მონობაც ახლა მხოლოდ სახელია: მონა ის არის, ვინც ცოდვას ჩადის. ხოლო, რომ ქრისტემ, დედამიწაზე მოსულმა, ესეც (მონობა) გააუქმა და მხოლოდ სახელი...
Genesis 9:26
25. And he said, Cursed be Canaan; a servant of servants shall he be unto his brethren.26. And he said, Blessed be the LORD God of Shem; and Canaan shall be his servant.27. God shall enlarge Japheth, and he shall dwell in the tents of Shem; and Canaan shall be his servant.
Genesis თავი 9